მედვედევი: ყველაზე საშინელება, რაც სომხეთს შეიძლება დაემართოს, ახალ უკრაინად გადაქცევაა
დმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთი სომხეთთან რუსეთის ურთიერთობის სიმტკიცეს ცდის და სომხეთისთვის ყველაზე დიდი საშინელება ახალ უკრაინად გადაქცევა იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა შეთავაზებამ კონფლიქტამდე მიიყვანა საქმე.

შეხედეთ. თავდაპირველად დასავლეთის სამყარომ საქართველოს NATO-ში შესვლა შესთავაზა. ამისგან არაფერი კარგი არ გამოვიდა. საქართველო კვლავ არ არის NATO-ს წევრი. მის ამჟამინდელ ხელისუფლებას ესმის, რომ ეს, როგორც ჩანს, არასწორი მიდგომა იყო. ამ ყველაფერმა საქმე მიიყვანა კონფლიქტამდე. ამჟამად ცდიან სომხეთთან ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცეს. სომხეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სწორად ჩათვალა, შეეცვალათ საკუთარი განვითარების ვექტორი. მჯერა, რომ ეს ასევე არ მიგვიყვანს არაფერ კარგამდე. ყველაზე საშინელება, რაც სომხეთს შეიძლება დაემართოს, ახალ უკრაინად გადაქცევაა. ეს იმის ილუსტრაციაა, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. საკუთარ რეგიონულ პრობლემებს თავად გავუმკლავდებით. ჩვენ კავკასიის ნაწილი ვართ. თქვენთან ერთად ვართ კასპიის რეგიონის ნაწილი. არავინ გვჭირდება, რომ ვიმეგობროთ, რომ ვივაჭროთ, რომ განვვითარდეთ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…