კახა კალაძე – უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის ბუფერულ ზონად შეფასება სამწუხარო რეალობაა. მისი თქმით, რომ არა ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, საქართველოც მსგავსი ბედის წინაშე აღმოჩნდებოდა.

უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის, როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბუფერულ ზონად შეფასება, არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძე ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
კახა კალაძის თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, საქართველოც იმავე ბედს გაიზიარებდა.
„უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა. ალბათ, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ალბათ, სამწუხაროდ, ჩვენც იგივე ბედი გველოდებოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით, მიუხედევად მრავალი შეურაცხყოფისა, უამრავი ზეწოლისა, ცილისწამებისა და მუქარებისა, ჩვენ დავიცავით ქვეყნის ინტერესები, ქართველი ხალხი, დავიცავით ქართული ეკონომიკა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დავიცავით თითოეული მოქალაქე იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს.
რომ არა ეს დამოკიდებულება, ვიქნებოდით იმ მძიმე მდგომარეობაში, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია და ხედავთ, რომ მას ბუფერულ ზონად აფასებენ უცხოელი პოლიტიკოსები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ „უკრაინის არმია არის ბუფერული ზონა და დაბრკოლება რუსული აგრესიის პოტენციალისთვის“.
ციტატები სტატიიდან
„უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა. ალბათ, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ალბათ, სამწუხაროდ, ჩვენც იგივე ბედი გველოდებოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით, მიუხედევად მრავალი შეურაცხყოფისა, უამრავი ზეწოლისა, ცილისწამებისა და მუქარებისა, ჩვენ დავიცავით ქვეყნის ინტერესები, ქართველი ხალხი, დავიცავით ქართული ეკონომიკა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დავიცავით თითოეული მოქალაქე იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. რომ არა ეს დამოკიდებულება, ვიქნებოდით იმ მძიმე მდგომარეობაში, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია და ხედავთ, რომ მას ბუფერულ ზონად აფასებენ უცხოელი პოლიტიკოსები“
„უკრაინის არმია არის ბუფერული ზონა და დაბრკოლება რუსული აგრესიის პოტენციალისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.