კახა კალაძე ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადება შეоფსა უკრაინის ბუფერულ ზონად მოხსენიებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრინციპული პოზიციის წყალობით საქართველომ აირიდა იგივე ბედი.

უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის, როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბუფერულ ზონად შეფასება, არის სამწუხარო რეალობა, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძე ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
კახა კალაძის თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, საქართველოც იმავე ბედს გაიზიარებდა.
„უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა.
ალბათ, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ალბათ, სამწუხაროდ, ჩვენც იგივე ბედი გველოდებოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით, მიუხედევად მრავალი შეურაცხყოფისა, უამრავი ზეწოლისა, ცილისწამებისა და მუქარებისა, ჩვენ დავიცავით ქვეყნის ინტერესები, ქართველი ხალხი, დავიცავით ქართული ეკონომიკა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დავიცავით თითოეული მოქალაქე იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს.
რომ არა ეს დამოკიდებულება, ვიქნებოდით იმ მძიმე მდგომარეობაში, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია და ხედავთ, რომ მას ბუფერულ ზონად აფასებენ უცხოელი პოლიტიკოსები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ციტატები სტატიიდან
„უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა. ალბათ, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ალბათ, სამწუხაროდ, ჩვენც იგივე ბედი გველოდებოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით, მიუხედევად მრავალი შეურაცხყოფისა, უამრავი ზეწოლისა, ცილისწამებისა და მუქარებისა, ჩვენ დავიცავით ქვეყნის ინტერესები, ქართველი ხალხი, დავიცავით ქართული ეკონომიკა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დავიცავით თითოეული მოქალაქე იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. რომ არა ეს დამოკიდებულება, ვიქნებოდით იმ მძიმე მდგომარეობაში, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია და ხედავთ, რომ მას ბუფერულ ზონად აფასებენ უცხოელი პოლიტიკოსები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.