ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"რეალურად, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია" - გია ვოლსკი ფინეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

ქართული ოცნება

ფინეთის პრეზიდენტის განცხადება უკრაინის არმიაზე, როგორც პოტენციური რუსული აგრესიის ბუფერულ ზონაზე, თბილისში პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნა, რომ ეს ადასტურებს იმას, თუ რა ბედი ელოდა საქართველოს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებების უკან ომის უბედურება დგას და რომ საქართველო სხვების თვალში საზარბაზნე ხორცად არის წარმოდგენილი.

"რეალურად, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია" - გია ვოლსკი ფინეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე
"რეალურად, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია" - გია ვოლსკი ფინეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზერუსთავი 2

"უკრაინის არმია ევროპაში წარმოადგენს ბუფერულ ზონას და ბარიერს პოტენციური რუსული აგრესიისთვის " - ფინეთის პრეზიდენტის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ომის მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერები უკვე ღიად აღიარებენ, რომ უკრაინა და უკრაინელები არიან ბუფერი რუსეთსა და ევროპას შორის და ეს ბედი ელოდა საქართველოსაც, რომ არა "ქართული ოცნების" სწორი პოლიტიკა.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. გია ვოლსკის განცხადებით, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია.

"ბუფერულ ზონაზე საუბარი ძალიან დასჩემდათ ევროპელ ლიდერებს. უკრაინა სისხლშია ჩამდგარი - ამდენი სისხლი, ამდენი ცრემლი იღვრება და მთავარი ლოზუნგი მაინც ამოწეულია ის, რომ უკრაინა ევროპის გულისთვის, როგორც ბუფერული სახელმწიფო, კვდება.

უკრაინელები კვდებიან ევროპული პერსპექტივისთვის, უკრაინელები კვდებიან კანდიდატის სტატუსისათვის, რომ უკრაინელები მოლაპარაკებების საფეხურზე გადავიდნენ - ეს არის მათი მიღწევა და რეალურად ვხედავთ რა მდგომარეობაც არის... პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქართველო წარმოადგენს არათუ ბუფერულ ზონას, არამედ საზარბაზნე ხორცია შენი როლი და მთავარი დანიშნულება. ეს მახინჯი შეფასებებია. რეალურად, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბუფერულ ზონაზე საუბარი ძალიან დასჩემდათ ევროპელ ლიდერებს. უკრაინა სისხლშია ჩამდგარი - ამდენი სისხლი, ამდენი ცრემლი იღვრება და მთავარი ლოზუნგი მაინც ამოწეულია ის, რომ უკრაინა ევროპის გულისთვის, როგორც ბუფერული სახელმწიფო, კვდება. უკრაინელები კვდებიან ევროპული პერსპექტივისთვის, უკრაინელები კვდებიან კანდიდატის სტატუსისათვის, რომ უკრაინელები მოლაპარაკებების საფეხურზე გადავიდნენ - ეს არის მათი მიღწევა და რეალურად ვხედავთ რა მდგომარეობაც არის... პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქართველო წარმოადგენს არათუ ბუფერულ ზონას, არამედ საზარბაზნე ხორცია შენი როლი და მთავარი დანიშნულება. ეს მახინჯი შეფასებებია. რეალურად, ამ განცხადების უკან არის ის უბედურება, რასაც ომი ჰქვია“
გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გიორგი გაბუნია: ფინეთის პრეზიდენტის განცხადება იმ პოლიტიკის დეკლარირებაა, რომელსაც დასავლეთი აწარმოებდა უკრაინაში ევროკავშირის წევრობისა და ნატოს წევრობის ძახილითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები