GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს
კონკურენციის სააგენტო (GCCA) მიმდინარე წლის 9 თვის მომხმარებლის უფლებების დაცვის სტატისტიკას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა, ხოლო შემოსული განაცხადების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაიზარდა.

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს. კონკურენციის სააგენტოს თანახმად, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 563 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს - 307 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 303 463 ლარის ოდენობით.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, GCCA-ში - 2013 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6250 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102 %-ით არის გაზრდილი.
„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 563 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს - 307 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 303 463 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 168 საქმეზე - 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი - 3%, ქვემო ქართლი - 2%, კახეთი - 2 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2 % და სხვ.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 834 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 436, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 498, ხოლო სხვა დანარჩენზე - 245. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 19 %.“- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 563 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს - 307 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 303 463 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 168 საქმეზე - 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი - 3%, ქვემო ქართლი - 2%, კახეთი - 2 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2 % და სხვ. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 834 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 436, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 498, ხოლო სხვა დანარჩენზე - 245. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 19 %.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.