ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო: საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მესამე კვარტალში დარეგისტრირებული 2652 ტრანზაქციიდან 4 კონცენტრაციის მიმართ, წინასწარი შეტყობინების სავარაუდო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საქმის წარმოება დაიწყო.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო: საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო: საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდარუსთავი 2

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებულ ოთხ კონცენტრაციასთან მიმართებით შესაძლო წინასწარი შეტყობინების ვალდებულების არსებობა გამოავლინა, - ვკითხულობთ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 2652 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. მათ შორის 2641 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 11 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლების ნაწილშიც.

აღნიშნული 11 შემთხვევიდან 7 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, არსებობდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, შესაბამისად, 4 შეთხვევის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო.

GCCA-მ 2026 წელს 12 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კანონმდებლიბის მიხედვით, GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია," - ვკითხულობთ განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 2652 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. მათ შორის 2641 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 11 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლების ნაწილშიც. აღნიშნული 11 შემთხვევიდან 7 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, არსებობდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, შესაბამისად, 4 შეთხვევის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო. GCCA-მ 2026 წელს 12 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ინფორმაციისთვის: საქართველოს კანონმდებლიბის მიხედვით, GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები