პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ქართული ოცნება“ - პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

ქართული ოცნება

ევროკომისიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს, 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროკავშირისა და ნატოს 23 წევრ სახელმწიფოს უსწრებს.

„ქართული ოცნება“ - პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
ინტერპრესნიუსი

პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია - ამის შესახებ ევროკომისიის კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს.

„მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ „ევრომონიტორის“ ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. საქართველოს პარლამენტმა შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 16-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ბელგია, მალტა, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვენია.

„ევრობარომეტრი“ არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად. „ევრობარომეტრი“ უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.

„ევრობარომეტრის“ პროექტი 1974 წელს, ევროკომისიის ფარგლებში, ჟაკ-რენე რაბიემ, ჟან მონეს ყოფილმა თანამშრომელმა და ინფორმაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა წამოიწყო; თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც საშუალება, რომელიც „ევროპელებს საკუთარ თავს დაანახებდა“. მას შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა, მათ შორის გამოკითხვის სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვის გზით. 2007 წელს ევროპარლამენტმა დაიწყო „ევრობარომეტრის“ გამოკითხვების საკუთარი რეგულარული სერიის განხორციელება, სადაც ყურადღება მახვილდებოდა, მათ შორის, უშუალოდ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ევროპული არჩევნები. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გარდა, დღეს „ევრობარომეტრის“ გამოკითხვებს ევროკავშირის არაერთი სხვა ინსტიტუტი და სააგენტოც იყენებს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად გაშუქებული თემების მრავალფეროვნება, პუბლიკაციების რეგულარულობა და ფართო გეოგრაფიული მოცვა „ევრობარომეტრს“ ევროკავშირში ცოდნისა და ინფორმაციის უნიკალურ წყაროდ აქცევს. https://www.worldbank.org/content/dam/sites/govindicators/doc/EUB-2026.xlsx ; https://www.worldbank.org/en/publication/worldwide-governance-indicators “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. იმედინიუსისამთავრობოევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმინდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
  3. POSTVსამთავრობოევროკომისიის კვლევა: „პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია“ • POSTV
  4. რუსთავი 2სამთავრობოქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე
  5. რუსთავი 2სამთავრობონებისმიერ ინდექსში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე და ეს არის რეალობა - ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის კვლევაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ „ევრომონიტორის“ ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. საქართველოს პარლამენტმა შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 16-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ბელგია, მალტა, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვენია. „ევრობარომეტრი“ არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად. „ევრობარომეტრი“ უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის. „ევრობარომეტრის“ პროექტი 1974 წელს, ევროკომისიის ფარგლებში, ჟაკ-რენე რაბიემ, ჟან მონეს ყოფილმა თანამშრომელმა და ინფორმაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა წამოიწყო; თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც საშუალება, რომელიც „ევროპელებს საკუთარ თავს დაანახებდა“. მას შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა, მათ შორის გამოკითხვის სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვის გზით. 2007 წელს ევროპარლამენტმა დაიწყო „ევრობარომეტრის“ გამოკითხვების საკუთარი რეგულარული სერიის განხორციელება, სადაც ყურადღება მახვილდებოდა, მათ შორის, უშუალოდ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ევროპული არჩევნები. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გარდა, დღეს „ევრობარომეტრის“ გამოკითხვებს ევროკავშირის არაერთი სხვა ინსტიტუტი და სააგენტოც იყენებს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად გაშუქებული თემების მრავალფეროვნება, პუბლიკაციების რეგულარულობა და ფართო გეოგრაფიული მოცვა „ევრობარომეტრს“ ევროკავშირში ცოდნისა და ინფორმაციის უნიკალურ წყაროდ აქცევს. https://www.worldbank.org/content/dam/sites/govindicators/doc/EUB-2026.xlsx ; https://www.worldbank.org/en/publication/worldwide-governance-indicators“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ისტორიული მაქსიმუმი და ევროპის საუკეთესო ხუთეული - საქართველოს მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობის მიუხედავად, ევრობიუროკრატების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მაინც ისმისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები