პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ევრობარომეტრის“ კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში მაღალია და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ათეულშია, რაც ხელისუფლების მიმართ ნდობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობაზე მიუთითებს.

ირაკლი ქადაგიშვილი – „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული
პირველი არხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები საქართველოს ხელისუფლებისადმი ქართველი ხალხის ნდობაზე მიუთითებს.

ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში მაღალია.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.

„ევროკომისიის მიერ „ევრობარომეტრისთვის“ დაკვეთილი ძალიან საინტერესო კვლევა გვაქვს ხელთ, სადაც საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული. ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა. ანუ, ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 23 ქვეყანას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების მიმართ ნდობა. ეს შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ ხალხს ჰქონდა და აქვს ნდობა. ოპოზიციას სულ სხვა მიზნები ჰქონდა და არა ხალხის არჩევანის რეალიზება. ეს მიანიშნებს, რომ პარლამენტი მუშაობს, ქმედითუნარიანია. ყველა გამოწვევებზე, რომელიც ეხება ეკონომიკას, პოლიტიკურ, თუ სოციალურ საკითხებს, პარლამენტი ცდილობს, მაქსიმალურად ადეკვატური იყოს. ეს მიანიშნებს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე: ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკომისიის მიერ „ევრობარომეტრისთვის“ დაკვეთილი ძალიან საინტერესო კვლევა გვაქვს ხელთ, სადაც საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული. ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა. ანუ, ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 23 ქვეყანას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების მიმართ ნდობა. ეს შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ ხალხს ჰქონდა და აქვს ნდობა. ოპოზიციას სულ სხვა მიზნები ჰქონდა და არა ხალხის არჩევანის რეალიზება. ეს მიანიშნებს, რომ პარლამენტი მუშაობს, ქმედითუნარიანია. ყველა გამოწვევებზე, რომელიც ეხება ეკონომიკას, პოლიტიკურ, თუ სოციალურ საკითხებს, პარლამენტი ცდილობს, მაქსიმალურად ადეკვატური იყოს. ეს მიანიშნებს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმინდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები