ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს კვლევა ადასტურებს, რომ ქართველ ხალხს საკუთარი ხელისუფლების ნდობა გააჩნია.

ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე
ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზერუსთავი 2

პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

საქართველოს პარლამენტმა შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 23 სახელმწიფოს. "ევრობარომეტრი" არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის.

კვლევას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს ხელისუფლების ნდობა გააჩნია.

"ევროკავშირისა და NATO-ს 23 ქვეყანას ვუსწრებთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა. 4 ოქტომბერი, ანუ რევოლუციისა და ფერადი გადატრიალებების ხანა საქართველოში დასრულებულია.

მაგრამ ეს ვერ გაიგო რადიკალურმა ოპოზიციამ და ეს ვერ გააცნობიერა ევროკავშირის მთელმა რიგმა ბიუროკრატებმა, რომლებიც ერთი წლის წინ, ღიად და საჯაროდ უჭერდნენ მხარს სახელმწიფოს გადატრიალებას და არა პარლამენტისა და არჩევნებს. ეს არის ის შეფასება, რომელიც თავიანთი კვლევებით მიიღეს მათ. რა თქმა უნდა, საქართველოში ქართველ მოსახლეობას ეს განწყობა და პოზიცია უკვე დიდი ხანია გააჩნიათ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირისა და NATO-ს 23 ქვეყანას ვუსწრებთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა. 4 ოქტომბერი, ანუ რევოლუციისა და ფერადი გადატრიალებების ხანა საქართველოში დასრულებულია. მაგრამ ეს ვერ გაიგო რადიკალურმა ოპოზიციამ და ეს ვერ გააცნობიერა ევროკავშირის მთელმა რიგმა ბიუროკრატებმა, რომლებიც ერთი წლის წინ, ღიად და საჯაროდ უჭერდნენ მხარს სახელმწიფოს გადატრიალებას და არა პარლამენტისა და არჩევნებს. ეს არის ის შეფასება, რომელიც თავიანთი კვლევებით მიიღეს მათ. რა თქმა უნდა, საქართველოში ქართველ მოსახლეობას ეს განწყობა და პოზიცია უკვე დიდი ხანია გააჩნიათ“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.