პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნებისმიერ ინდექსში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე და ეს არის რეალობა - ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის კვლევაზე

ქართული ოცნება

მსოფლიო ბანკმა ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგი ევროპაში მაღალ პოზიციაზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს 23 წევრ სახელმწიფოს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიის მაღალ ხარისხს და აბსურდულად მიიჩნევენ ევრობიუროკრატების კრიტიკას.

ნებისმიერ ინდექსში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე და ეს არის რეალობა - ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის კვლევაზე
რუსთავი 2

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ "ევრომონიტორის" ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად, ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით, საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 16-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ახალი ინდექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დემოკრატიის მაღალ ხარისხს, ოპონენტებისა და ევრობიუროკრატების კრიტიკა კი რეალობას აცდენილია:

"ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე, როდესაც ევრობიუროკრატები აბრალებენ საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებას, ჰაერიდან მოტანილ, აღქმებზე დაფუძნებულ ბრალდებებს და რეალობა აბსოლუტურად სხვა არის. ნებისმიერ ინდექსში, ნებისმიერ კვლევაში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე. ეს არის რეალობა და ჩვენ გვესმის მხოლოდ ბრალდებები, ისეთი აბსურდი, რომ თითქოს საქართველო არ არის შუა კორიდორის მონაწილე ქვეყანა, თითქოს საქართველო არ ესაზღვრება შავ ზღვას - მსგავსი აბსურდები. ეს ყველაფერი დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის აგრესია და ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

"ევრობარომეტრი" არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის - როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად.

"ევრობარომეტრი" უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმინდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალური„ქართული ოცნება“ - პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
  4. POSTVსამთავრობოევროკომისიის კვლევა: „პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია“ • POSTV
  5. რუსთავი 2სამთავრობოქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე, როდესაც ევრობიუროკრატები აბრალებენ საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებას, ჰაერიდან მოტანილ, აღქმებზე დაფუძნებულ ბრალდებებს და რეალობა აბსოლუტურად სხვა არის. ნებისმიერ ინდექსში, ნებისმიერ კვლევაში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე. ეს არის რეალობა და ჩვენ გვესმის მხოლოდ ბრალდებები, ისეთი აბსურდი, რომ თითქოს საქართველო არ არის შუა კორიდორის მონაწილე ქვეყანა, თითქოს საქართველო არ ესაზღვრება შავ ზღვას - მსგავსი აბსურდები. ეს ყველაფერი დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის აგრესია და ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკომისიის კვლევა: მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები