პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმინდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

მსოფლიო ბანკის მიერ გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში გამოქვეყნებული ევროკომისიის კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა ნდობის რეიტინგით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა, რითაც ევროკავშირისა და ნატოს 23 წევრ სახელმწიფოს გაუსწრო.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმინდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
რუსთავი 2

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორისფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. საქართველოს პარლამენტმაშეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 16-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია,საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა,ლატვია, ბელგია, მალტა, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვენია.

"ევრობარომეტრი" არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის - როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად. "ევრობარომეტრი" უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური„ქართული ოცნება“ - პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
  3. POSTVსამთავრობოევროკომისიის კვლევა: „პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია“ • POSTV
  4. რუსთავი 2სამთავრობოქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე
  5. რუსთავი 2სამთავრობონებისმიერ ინდექსში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე და ეს არის რეალობა - ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის კვლევაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ისტორიული მაქსიმუმი და ევროპის საუკეთესო ხუთეული - საქართველოს მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობის მიუხედავად, ევრობიუროკრატების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მაინც ისმისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები