ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიორგი კალანდარიშვილი: ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიაქართული ოცნებალელო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ შუალედური არჩევნები თავისუფალ გარემოში და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდა. მისი თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა, ხოლო საუბნო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარი დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.

გიორგი კალანდარიშვილი: ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს
გიორგი კალანდარიშვილი: ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობსიმედინიუსი

თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ არის წარდგენილი.

„ერთი საჩივარი არის წარდგენილი საუბნო-საარჩევნო კომისიაში ფოტო-ვიდეო გადაღების წესთან დაკავშირებით, რომელშიც ერთგვარად გაურკვეველია ის მოთხოვნა, რომელიც იქ არის აღნიშნული. ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ზუსტად ამას ადასტურებს ეს არჩევნები, მისი ჩატარების ხარისხი, რომ რეალურად არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებთან მიმართებით არ არსებობს არანაირი საფუძველი და მტკიცებულება, რომელიც რამენაირად ხორცს შეასხამდა იმ ბრალდებებს, რომელიც ჩვენ 2024 წლიდან კამპანიურად, დღევანდელ დღემდე გვესმის“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, დმანისში ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი სარსევანიძემ 98 პროცენტზე მეტი აიღო, ლელოს კანდიდატმა ვაჟა ნონიაშვილმა კი მხოლოდ ორი ხმა მიიღო, რაც ერთ-ნახევარი პროცენტია. წალკა - ქართული ოცნების კანდიდატმა, ნანული ხინიკაძემ, 96 პროცენტზე მეტი მიიღო, ლელოს კანდიდატმა ზაზა შანთაძემ კი 3 პროცენტზე მეტი. ვანი - ქართული ოცნება - ზაზა ხელაძე, ხმების 87 პროცენტზე მეტი, ძლიერი საქართველო ლელო - 12 პროცენტზე მეტი. ახმეტა - ქართული ოცნების კანდიდატმა ლევან ითიურიძემ 100 პროცენტი აიღო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთი საჩივარი არის წარდგენილი საუბნო-საარჩევნო კომისიაში ფოტო-ვიდეო გადაღების წესთან დაკავშირებით, რომელშიც ერთგვარად გაურკვეველია ის მოთხოვნა, რომელიც იქ არის აღნიშნული. ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ზუსტად ამას ადასტურებს ეს არჩევნები, მისი ჩატარების ხარისხი, რომ რეალურად არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებთან მიმართებით არ არსებობს არანაირი საფუძველი და მტკიცებულება, რომელიც რამენაირად ხორცს შეასხამდა იმ ბრალდებებს, რომელიც ჩვენ 2024 წლიდან კამპანიურად, დღევანდელ დღემდე გვესმის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.