ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, წალკაში და ვანში შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წალკასა და ვანში ჩატარებული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ელექტრონული საშუალებებით მიღებული მონაცემების მიხედვით, წალკაში ნანული ხინიკაძემ, ხოლო ვანში ვაჟა ხელაძემ მიიღეს ხმების უმრავლესობა.

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნების ფარგლებში, ამომრჩეველთა აქტივობამ 1136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.6%-ს შეადგენს.
კალანდარიშვილის თქმით, ელექტრონული საშუალებებით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, რაც წალკის 3 და ვანის 1 საარჩევნო უბნიდან მიიღეს.
„ამომრჩეველთა აქტივობამ 1136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.6%-ს შეადგენს. კერძოდ კი, ახმეტის შემთხვევაში, 272-დან 115 ამომრჩეველი არის მოსული, რაც 42.28%-ს შეადგენს. დმანისის შემთხვევაში 263 ამომრჩევლიდან 136 არის მოსული, რაც 31.71%-ს შეადგენს, წალკის შემთხვევაში 1011 ამომრჩევლიდან 438 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 43.32%-ს შეადგენს და ვანის შემთხვევაში, 679 ამომრჩევლიდან 447 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 65.83%-ს შეადგენს.
თითოეული არჩევნები, მათ შორის, ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
წარმოგიდგენთ ელექტრონული საშუალებებით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც, ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს წინასწარი მონაცემები წალკის 3 საარჩევნო უბნისგან და ვანის 1 უბნისგან, რომელიც უკვე ატვირთულია ცესკო-ს ვებგვერდზე.
წალკის შემთხვევაში, N9-მ, ზაზა შანთაძემ მიიღო 13 ხმა, რაც 3.25% არის, ხოლო N41-მა, ნანული ხინიკაძემ მიიღო 386 ხმა, რაც 96.74% არის.
რაც შეეხება ვანს, N9-მ, ბექა კობალაძემ მიიღო 37 ხმა, რაც 12.83% არის, ხოლო N41-მა, ვაჟა ხელაძემ 387 ხმა მიიღო, რაც 87.16% გახლავთ. პარალელურად ხორციელდება ტრადიციული საარჩევნო უბნების დათვლების პროცედურები და რა თქმა უნდა, შეჯამებისთანავე გადმოიგზავნება მონაცემები, რომელიც იმთავითვე ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ამომრჩეველთა აქტივობამ 1136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.6%-ს შეადგენს. კერძოდ კი, ახმეტის შემთხვევაში, 272-დან 115 ამომრჩეველი არის მოსული, რაც 42.28%-ს შეადგენს. დმანისის შემთხვევაში 263 ამომრჩევლიდან 136 არის მოსული, რაც 31.71%-ს შეადგენს, წალკის შემთხვევაში 1011 ამომრჩევლიდან 438 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 43.32%-ს შეადგენს და ვანის შემთხვევაში, 679 ამომრჩევლიდან 447 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 65.83%-ს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის, ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. წარმოგიდგენთ ელექტრონული საშუალებებით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც, ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს წინასწარი მონაცემები წალკის 3 საარჩევნო უბნისგან და ვანის 1 უბნისგან, რომელიც უკვე ატვირთულია ცესკო-ს ვებგვერდზე. წალკის შემთხვევაში, N9-მ, ზაზა შანთაძემ მიიღო 13 ხმა, რაც 3.25% არის, ხოლო N41-მა, ნანული ხინიკაძემ მიიღო 386 ხმა, რაც 96.74% არის. რაც შეეხება ვანს, N9-მ, ბექა კობალაძემ მიიღო 37 ხმა, რაც 12.83% არის, ხოლო N41-მა, ვაჟა ხელაძემ 387 ხმა მიიღო, რაც 87.16% გახლავთ. პარალელურად ხორციელდება ტრადიციული საარჩევნო უბნების დათვლების პროცედურები და რა თქმა უნდა, შეჯამებისთანავე გადმოიგზავნება მონაცემები, რომელიც იმთავითვე ხელმისაწვდომი იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.