ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, შუალედური არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ წარუდგენიათ, საუბნო საარჩევნო კომისიაში კი ერთი საჩივარი დაიწერა
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში ჩატარებული შუალედური არჩევნების დროს საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა, რომელიც ფოტო-ვიდეოგადაღების წესს უკავშირდებოდა.

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნების ფარგლებში, საოლქო სარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ არის წარდგენილი.
კალანდარიშვილის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიაში კი ერთადერთი საჩივარი იყო წარდგენილი, რომელიც ფოტო-ვიდეოგადაღებას უკავშირდებოდა.
„უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიაში საერთოდ არ არის წარდგენილი. რაც შეეხება საუბნოს დონეზე, მხოლოდ ერთი საჩივარი არის წარდგენილი. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, თუ რას უკავშირდება, ეს არის ფოტო-ვიდეოგადაღების წესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილ პირს განემარტა, თუ როგორ უნდა მოეხდინა შესაბამისი სამართლებრივი წესის თანახმად ფოტო-ვიდეო გადაღება, რომელიც მან ამ მითითების თანახმად უზრუნველყო და გამოასწორა. თუმცა, ჩვენდა გასაკვირად მაინც წარდგენილი იქნა განცხადება-საჩივარი, რომლითაც ის ერთგვარად აპროტესტებდა ასეთი ტიპის ცვლილებას“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიაში საერთოდ არ არის წარდგენილი. რაც შეეხება საუბნოს დონეზე, მხოლოდ ერთი საჩივარი არის წარდგენილი. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, თუ რას უკავშირდება, ეს არის ფოტო-ვიდეოგადაღების წესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილ პირს განემარტა, თუ როგორ უნდა მოეხდინა შესაბამისი სამართლებრივი წესის თანახმად ფოტო-ვიდეო გადაღება, რომელიც მან ამ მითითების თანახმად უზრუნველყო და გამოასწორა. თუმცა, ჩვენდა გასაკვირად მაინც წარდგენილი იქნა განცხადება-საჩივარი, რომლითაც ის ერთგვარად აპროტესტებდა ასეთი ტიპის ცვლილებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.