ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„სად არის 25 ათასი @@@@@ ვაჟკაცი? 14 წელი ვერ გამოჩნდნენ და ვერ თქვეს?!“ – ანა წითლიძე

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ნაცმოძრაობის წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება პოლიტიკურ შედარებებსა და წარსულის თემებს, აკრიტიკებს ოპონენტების სტრატეგიას და მიიჩნევს, რომ წარსულთან დაკავშირებული არასწორი ფოკუსები ხელს უშლის რეალურ პრობლემებზე საუბარს.

„სად არის 25 ათასი @@@@@ ვაჟკაცი? 14 წელი ვერ გამოჩნდნენ და ვერ თქვეს?!“ – ანა წითლიძე
„სად არის 25 ათასი @@@@@ ვაჟკაცი? 14 წელი ვერ გამოჩნდნენ და ვერ თქვეს?!“ – ანა წითლიძეალია

ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლიძე:

„მთელი დღეა ტვინი წაიღეს.

რა, ნაცების დროს?

რას ადრით?

რას იგებთ გგონიათ ამით?

ციხეებში პრობლემებს არავინ უარყოფს — არც მაშინდელს.

მაგრამ „25 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი“ რომ გაჭამათ ქოცებმა 2012 წელს, იმ ხალხს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, და თან ასჯერ თვითონვე აღიარეს, რომ ციხის ცნობილი კადრები დადგმული იყო — ეგ გჯერათ და ახლა, როცა ცოცხალი ადამიანი გამოდის და ამბობს, თანაც ქართული ოცნების წევრის შვილი გამაუპატიურესო ეგ არა?

და სად არის 25 ათასი @@@@@ ვაჟკაცი? 14 წელი ვერ გამოჩნდნენ და ვერ თქვეს?!

იმათ ვისაც ნაცების ხსენების გარეშე ქოცების გინება არ შეგიძლიათ და ეგ “სტრატეგია” გგონიათ:

გგონიათ, ნაცებს თუ ახსენებთ, ბევრჯერ შეადარებთ ქოცებს, ამით ქოცებს ასუსტებთ? ან ქართული ოცნების მომხრეებზე მოახდენთ გავლენას, გული აუჩუყდებათ და პოზიციას შეიცვლიან? პირიქით არის ეგ! პირიქით და ისევ რუსულ “კალკზე” ზიხართ.

მართლა, რა ტვინი წაიღეთ ამ არასწორი ფოკუსებით. იძახეთ კიდევ „ნაცების დროს“ ყოველ ასეთ ქეისზე და ამასობაში ქოცები მოგვიღებენ ბოლოს ყველას.

მე ბოდიში“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.