პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა წითლიძე – დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან თავიდანვე გვქონდა განსხვავებული პოზიციები, ბევრჯერ გვიკამათია, მე ვაკეთებ იმას, რასაც სწორად ვთვლი

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

ანა წითლიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის სტრატეგიაზე მიხეილ სააკაშვილთან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა და ბევრჯერ უკამათიათ, თუმცა აკეთებს იმას, რაც პარტიისთვის სწორად მიაჩნია.

ანა წითლიძე – დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან თავიდანვე გვქონდა განსხვავებული პოზიციები, ბევრჯერ გვიკამათია, მე ვაკეთებ იმას, რასაც სწორად ვთვლი
პირველი არხი

საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან თავიდანვე გვქონდა განსხვავებული პოზიციები, შესაბამისად, მისი განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის სტრატეგიაში იმას მიჰყვება, რაც პარტიისთვის სწორად მიაჩნია.

„დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით თავიდანვე გვქონდა განსხვავებული პოზიციები, შესაბამისად, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მე ვაკეთებ იმას, რასაც სწორად ვთვლი. ჩვენ იმას მივყვებით, რასაც სწორად ვთვლით. პარტიის დაცვის სტრატეგია ასეთი უნდა იყოს. ვიცი მისი განსხვავებული პოზიციები, ბევრჯერ გვიკამათია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში“.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანა წითლიძე – სააკაშვილს უკეთებია არაერთი განცხადება, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები, ამას პასუხად ვამბობ, თორემ არ ნიშნავს, რომ 2003-დან 2012 წლამდე რამეს ვემიჯნებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები