ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლადო სადღობელაშვილი: “ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს

ნაციონალური მოძრაობა

ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა სოციალურ ქსელში ანა წითლიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა სახეებს ძალადობასა და წარსულზე საუბრისას უხერხულობის განცდა უნდა ჰქონდეთ.

ლადო სადღობელაშვილი: “ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს
ლადო სადღობელაშვილი: “ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღესPOSTV

“ანა წითლიძე – ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს”, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები „მკვლელ ხელისუფლებასა“ და „ბოროტების სათავეზე“ საუბრობენ, მინიმუმ, უხერხულობის განცდა მაინც უნდა გააჩნდეთ.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვის წარმომადგენლად გვევლინება წითლიძე და რა მემკვიდრეობას ატარებს პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის დღეს შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს.

სწორედ ამიტომ არის, რომ ამგვარ იაფფასიან პერფორმანსებსა და პოპულისტურ კამპანიებს საზოგადოებაში არანაირი გამოძახილი არ აქვს.

ხალხმა ძალიან კარგად იცის თითოეული პოლიტიკოსის წარმომავლობა, მათი რეალური ბუნება და ის, თუ საიდან მოდის ეს პოლიტიკური ისტერიკა“, – წერს სადღობელაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ანა წითლიძე – ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს“
ლადო სადღობელაშვილი
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები „მკვლელ ხელისუფლებასა“ და „ბოროტების სათავეზე“ საუბრობენ, მინიმუმ, უხერხულობის განცდა მაინც უნდა გააჩნდეთ. საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვის წარმომადგენლად გვევლინება წითლიძე და რა მემკვიდრეობას ატარებს პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის დღეს შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ამგვარ იაფფასიან პერფორმანსებსა და პოპულისტურ კამპანიებს საზოგადოებაში არანაირი გამოძახილი არ აქვს. ხალხმა ძალიან კარგად იცის თითოეული პოლიტიკოსის წარმომავლობა, მათი რეალური ბუნება და ის, თუ საიდან მოდის ეს პოლიტიკური ისტერიკა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.