ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ დარბეულ მედიებზე: „რაღაცა ტელევიზიები“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ წარსულის დანაშაულები პარტიის აკრძალვის წინაპირობა არ უნდა იყოს, და „ქართული ოცნების“ ბრალდებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ „მთელი რიგი რაღაცა ტელევიზიები“ აქვთ ჩამოწერილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „იმედის“ დარბევის საქმე „რაღაც საქმედ“ შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს წითლიძემ ახსნა-განმარტებების დროს თქვა, სადაც ორ საათზე მეტია, მოსამართლეებს უმტკიცებს, რომ წარსულის დანაშაულები არ უნდა იყოს აკრძალვის წინაპირობა.
„სისტემურ დანაშაულებში მაგალითად მითითებული აქვთ [„ქართულ ოცნებას“] მედიის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა. ჩამოწერილი აქვთ მთელი რიგი რაღაცა ტელევიზიები“, – აღნიშნა წითლიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…