ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გარეჯის საკითხზე დემარკაცია-დელიმიტაციის მიმართულებით მეგობრულ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, ეს პრობლემა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა და ამჟამინდელი ხელისუფლება სუვერენული მიდგომით მოქმედებს.

პრემიერი: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება
პრემიერი: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელებარუსთავი 2

გარეჯის საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად მეგობრულ რეჟიმში დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ეს პრობლემა დაგვხვდა მემკვიდრეობით და დამძიმდა წინა ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას მეგობრული ურთიერთობები აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან.

„რაც შეეხება გარეჯის საკითხს, ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად მეგობრულ რეჟიმში დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ეს პრობლემა დაგვხვდა მემკვიდრეობით და დამძიმდა წინა ხელისუფლების პირობებში ეს მდგომარეობა იმის გამო, რომ სათანადო რუკები რაც იყო, იმ რუკებით არ ხელმძღვანელობდნენ და გახსოვთ, ამ ყველაფერს რაც მოჰყვა. ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმში. ზუსტად ეს არის სუვერენული სახელმწიფოს პოზიცია და არა ის, რაც მოხდა თავის დროზე როდესაც 1938 წლის რუკები გადამალეს. ეს იყო ზუსტად არასუვერენული ხელისუფლების მოქმედება. რაც შეეხება სუვერენულ ხელისუფლებას, სუვერენული ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.