ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძემ ღარიბაშვილის მიერ გარეჯზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა

ქართული ოცნება

„ეტყობა, მოაგვარა და მე გამომრჩა რამე“, – ასე გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას დავით გარეჯზე. კობახიძის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები აღარავისთვისაა საინტერესო და რისი მოგვარებაც მან ვერ შეძლო, იმედოვნებს, რომ თავად მოაგვარებენ.

კობახიძემ ღარიბაშვილის მიერ გარეჯზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა
კობახიძემ ღარიბაშვილის მიერ გარეჯზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხაTV პირველი

ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ახალ წერილში დავით-გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

"ეტყობა, მოაგვარა და მე გამომრჩა რამე"- ასეთი იყო "ქრთული ოცნების" ლიდერის რეპლიკა "პირველების" კითხვის საპასუხოდ.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ღარიბაშვილის განცხადებები საინტერესო არავისთვის აღარ არის.

კობახიძის თქმით, ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ორივე მხარე, როგორც აზერბაიჯან-საქართველოს, ასევე სომხეთ- საქართველოს შემთხვევაში ვთანხმდებით, რომ ეს პროცესი არის აქტიურად გასაგრძელებელი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა. რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ და მოვაგვარებთ... რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ და მოვაგვარებთ, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი მე-9 წერილში დავითგარეჯაზე საუბრობს.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ შერჩეული ჰყავდათ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დახმარებას გაუწევდნენ.

„აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.

დაბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“, – წერს ღარიბაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეტყობა, მოაგვარა და მე გამომრჩა რამე“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით, გრძელდება აქტიური მუშაობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები