“ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ” – რას პასუხობს აზერბაიჯანი დავით–გარეჯზე ოცნებას?
აზერბაიჯანის პრემიერ ალი ასადოვთან შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე, მათ შორის დავით გარეჯის მონასტერსა და შეუთანხმებელ 15 მონაკვეთზე, მუშაობა სწრაფი ტემპით დაჩქარდება.

ქართული ოცნების პირველი პირის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე – მოლაპარაკებები დილიდან სიღნაღში მიმდინარეობდა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულია აზერბაიჯანის პრემიერ ალი ასადოვთან საუბარი საზღვრების დემარაკაცია – დელიმიტაციას შეეხო.
როგორც კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე, შევეხეთ საზღვრების დემარკაცია – დელიმიტაციის თემას და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია დელიმიტაციაზე. იცით, რომ არანაირი ცვლილება არ გვაქს ამ თემასთან დაკავშირებით და გვჭირდება წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ, რაზედაც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს, რომელიც იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა მივაღწიოთ, ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. მეგობრულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზედაც შეთანხმება მიღწეული არ არის. ასეთი არის 15 მონაკვეთი და 15 -ივეზე აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. მთავარია საკითხი გადაიჭრას, ამისთვის არსებითი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დასრულება, წინსვლა ამასთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე გვქონდა დღეს საუბარი, – განაცხადა კობახიძემ.
რას ითხოვს და ითხოვს თუ არა რამეს აზერბაიჯანი პასუხად – კობახიძეს ამაზე არ უსაუბრია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიარა შეთანხმებას მიაღწია კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - პრემიერის კომენტარი
ირაკლი კობახიძე - მრავალი წელი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით ცვლილება არ გვაქვს, გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა აზერბაიჯანის მიმართ, რაზეც მეგობრული პასუხი მივიღეთ - შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები
პრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება
პრემიერი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც, გამოვთქვით იმედი, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრისას შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს, რომლის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია, შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…