ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა შეთანხმებას მიაღწია კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - პრემიერის კომენტარი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანის პრემიერ ალი ასადოვთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის, მათ შორის დავით გარეჯის საკითხი განიხილეს და პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, შეუთანხმებელი რჩება 15 მონაკვეთი, რომლებზეც აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

რა შეთანხმებას მიაღწია კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - პრემიერის კომენტარი
რა შეთანხმებას მიაღწია კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - პრემიერის კომენტარიTV პირველი

რა შეთანხმებას მიაღწია ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - მოლაპარაკებები დილიდან სიღნაღში მიმდინარეობდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული აზერბაიჯანის პრემიერ ალი ასადოვთან საუბარი საზღვრების დემარაკაცია - დელიმიტაციას შეეხო.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან “მეგობრული პასუხი მიიღეს“ და იმედოვნებს, რომ რომ დაჩქარდება პროცესები.

როგორც კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე, შევეხეთ საზღვრების დემარკაცია - დელიმიტაციის თემას და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია დელიმიტაციაზე. იცით, რომ არანაირი ცვლილება არ გვაქს ამ თემასთან დაკავშირებით და გვჭირდება წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ, რაზედაც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქრებთ პროცესებს, რომელიც იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა მივაღწიოთ, ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. მეგობრულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზედაც შეთანხმება მიღწეული არ არის. ასეთი არის 15 მონაკვეთი და 15 -ივეზე აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. მთავარია საკითხი გადაიჭრას, ამისთვის არსებითი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დასრულება, წინსვლა ამასთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე გვქონდა დღეს საუბარი, - განაცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციური“ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ” – რას პასუხობს აზერბაიჯანი დავით–გარეჯზე ოცნებას?
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - მრავალი წელი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით ცვლილება არ გვაქვს, გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა აზერბაიჯანის მიმართ, რაზეც მეგობრული პასუხი მივიღეთ - შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც, გამოვთქვით იმედი, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრისას შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს, რომლის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია, შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერს სიღნაღში შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები