ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ერთიანი პოზიციის შემუშავებისას, სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმება სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება. მისი თქმით, გარკვეული გავლენიანი ძალები ახალ ინიციატივებს აფერხებენ და რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ელიან.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Politico-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ერთიანი პოზიციის შემუშავებისას, სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება. მარგუს ცაჰკნას განმარტებით, გაერთიანებაში არსებული გარკვეული გავლენიანი ძალები, არსებითად აფერხებენ ახალ ინიციატივებზე კონსენსუსის მიღწევას.
„სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება კონსენსუსის პოვნა იმ დიდ და ძლიერ ინტერესებთან წინააღმდეგობის გასაწევად, რომლებიც განწყობილნი არიან, თავიდან აიცილონ ახალი სანქციები. ზოგიერთი დედაქალაქი რუსეთთან ჩვეულ ბიზნეს რეჟიმში დაბრუნების იმედს ამყარებს“, - აღნიშნავს ცაჰკნა.
Politico წერს, რომ ცაჰკნამ კონკრეტული სახელმწიფოებისა თუ სტრუქტურების დასახელებისგან თავი შეიკავა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…