ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული" - გია ვოლსკი

ქართული ოცნება ეხმაურება ევროპული პოლიტიკური პარტია ALDE-ს მოთხოვნას საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებასთან დაკავშირებით და ამას აბსურდულსა და პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს.

"არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული" - გია ვოლსკი
"არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული" - გია ვოლსკირუსთავი 2

არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში ენჯეოების გაუმჭირვალედ საქმიანობის სურვილი - "ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.

უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა. ALDE-ს ჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან.

"ქართულ ოცნებაში" იმ პარტიის მოთხოვნა, რომელსაც 720-კაციან ევროპარლამენტში 55 დეპუტატი ჰყავს, აბსურდულად მიაჩნიათ, რადგან იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ALDE-ს არგუმენტად მოჰყავს, საქართველოში საქმიანობა არავის აუკრძალია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ALDE-ს პოლიტიკური მიკერძოება მარტივი დასანახია.

"არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული. სასანქციო არაფერი არ არის და, თუკი ჯანსაღად შევხედავთ, ადვილად დავინახავთ ამ პოლიტიკურ მიკერძოებას.

მათი იდეაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, როგორმე ეს ქვეყანა ჩართონ იმ დაპირისპირებებში, რომელიც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს მსოფლიოში. ვითომ ხელისუფლებას ებრძვის, ამ დროს, რეალობაში, იდეა, აზრი, საბოლოო მიზანი, სწორედაც ქვეყნის დამარცხებას ითვალისწინებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მაგალითად გერმანული "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის" ოფისი NGO-მ თავად დახურა, მიზეზად კი გამჭვირვალობის კანონი დაასახელა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული. სასანქციო არაფერი არ არის და, თუკი ჯანსაღად შევხედავთ, ადვილად დავინახავთ ამ პოლიტიკურ მიკერძოებას. მათი იდეაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, როგორმე ეს ქვეყანა ჩართონ იმ დაპირისპირებებში, რომელიც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს მსოფლიოში. ვითომ ხელისუფლებას ებრძვის, ამ დროს, რეალობაში, იდეა, აზრი, საბოლოო მიზანი, სწორედაც ქვეყნის დამარცხებას ითვალისწინებს“
გიორგი ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოსთან დაკავშირებით, ALDE-ს მიმართვა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა - სალომე სამადაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები