ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საღამოს ორბელიანის მოედანზე არის კონცერტი დაგეგმილი, იქნება ჟანრთა სხვადასხვაობა, აქ მოსული ნებისმიერი ადამიანი იპოვის საკუთარ განწყობას - მაია ბარათაშვილი

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე სადღესასწაულო ღონისძიებები და კონცერტები იმართება. ორბელიანის მოედანზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით მუსიკოსებმა მაია ბარათაშვილმა და მარიკო ებრალიძემ ისაუბრეს.

საღამოს ორბელიანის მოედანზე არის კონცერტი დაგეგმილი, იქნება ჟანრთა სხვადასხვაობა, აქ მოსული ნებისმიერი ადამიანი იპოვის საკუთარ განწყობას - მაია ბარათაშვილი
საღამოს ორბელიანის მოედანზე არის კონცერტი დაგეგმილი, იქნება ჟანრთა სხვადასხვაობა, აქ მოსული ნებისმიერი ადამიანი იპოვის საკუთარ განწყობას - მაია ბარათაშვილირუსთავი 2

თბილისობის დღესასწაულის პირველი დღე, 20:00 საათზე, მუსიკალური ღონისძიებებით დასრულდება. კონცერტებში მონაწილეობას ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. ამ წუთებშიც ხალხმრავლობაა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში.

სახალხო დღესასწაულს დედაქალაქი ხუთ ლოკაციაზე მასშტაბურად ზეიმობს. ვიზიტორებს რიყის პარკი, ორბელიანის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი, მეტეხის ხიდი და გუდიაშვილის მოედანი მასპინძლობს.

ტრადიციულად, განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები. მოეწყო სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები. ორი დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.

ამ წუთებში ქართველი შემსრულებლები დასკვნითი წარმოდგენისთვის ემზადებიან.

როგორც მომღერალი, მაია ბარათაშვილი კონცერტზე მისული ნებისმიერი ადამიანი იპოვის საკუთარ განწყობას.

"ვზეიმობთ თბილისობას. საღამოს ორბელიანის მოედანზე არის კონცერტი დაგეგმილი, სადაც რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობთ. იქნება ჟანრთა სხვადასხვაობა. ჩემი აზრით, აქ მოსული ნებისმიერი ადამიანი იპოვის საკუთარ ინტონაციას, საკუთარ განწყობას. იქნება ჯაზი, ბლუზი, რითმ-ენ-ბლუზი, იქნება ბოსანოვა, სამბა, იქნება ბრიტანული მუსიკა. ასე რომ, იქნება ძალიან საინტერესო კოლაბორაციები, იქნება სპონტანურობა, არა მარტო დაგეგმილი, ვთქვათ, თანამშრომლობა. ასე რომ, აქ მოსულ ადამიანს ძალიან დიდი დღესასწაული ელის," - განაცხადა მაია ბარათაშვილმა.

მომღერალ მარიკო ებრალიძის თქმით კი, სცენიდან მაყურებელი თბილისურ განწყობას შეიგრძნობს.

"სცენიდან იქნება, რაც მთავარია, თბილისური განწყობა - ის, რაც ძალიან უყვართ მსმენელებს. შესრულდება მრავალნაირი კომპოზიციები, ნაწარმოებები, სიმღერები, რომლებიც, რაც მთავარია, იქნება ცოცხლად, იქნება გემოვნებით და იქნება თბილისური სულისკვეთება - ისეთი, როგორიც უყვართ აქ მომსვლელ ადამიანებს, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი თბილისში, სტუმრებს და თბილისელებისთვის, რა თქმა უნდა. ძალიან გვიხარია, ჩვენც ამაღლებული განწყობა გვაქვს," - აღნიშნა მარიკო ებრალიძემ.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვზეიმობთ თბილისობას. საღამოს ორბელიანის მოედანზე არის კონცერტი დაგეგმილი, სადაც რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობთ. იქნება ჟანრთა სხვადასხვაობა. ჩემი აზრით, აქ მოსული ნებისმიერი ადამიანი იპოვის საკუთარ ინტონაციას, საკუთარ განწყობას. იქნება ჯაზი, ბლუზი, რითმ-ენ-ბლუზი, იქნება ბოსანოვა, სამბა, იქნება ბრიტანული მუსიკა. ასე რომ, იქნება ძალიან საინტერესო კოლაბორაციები, იქნება სპონტანურობა, არა მარტო დაგეგმილი, ვთქვათ, თანამშრომლობა. ასე რომ, აქ მოსულ ადამიანს ძალიან დიდი დღესასწაული ელის,“
მაია ბარათაშვილი
„სცენიდან იქნება, რაც მთავარია, თბილისური განწყობა - ის, რაც ძალიან უყვართ მსმენელებს. შესრულდება მრავალნაირი კომპოზიციები, ნაწარმოებები, სიმღერები, რომლებიც, რაც მთავარია, იქნება ცოცხლად, იქნება გემოვნებით და იქნება თბილისური სულისკვეთება - ისეთი, როგორიც უყვართ აქ მომსვლელ ადამიანებს, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი თბილისში, სტუმრებს და თბილისელებისთვის, რა თქმა უნდა. ძალიან გვიხარია, ჩვენც ამაღლებული განწყობა გვაქვს,“
მარიკო ებრალიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.