თბილისობა 2026 - რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს
თბილისის მერიის ინფორმაციით, წლევანდელი „თბილისობა“ ქალაქის ხუთ სხვადასხვა ადგილას მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები მოიცავს კულტურულ, გასართობ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებს, ფესტივალებს, კონცერტებს, ასევე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიას.

„თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.
„ყველა ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.
ამასთან, დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.
4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
4 ოქტომბერს, დედაქალაქის მთავარ დღესასწაულზე, თბილისის მერია მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ:
ორბელიანის მოედანი
12:00 საათი - 23:00 საათი
• გასტრონომიული ფესტივალი
• ყველისა და ღვინის კუთხე
• ლუდის ზონა
• სამეწარმეო მარკეტი
• თბილისური სახელოსნო
• ორბელიანის ნუგბარი
• კულინარიული მასტერკლასი
• თემატური ფოტოზონები
• სადღესასწაულო ინსტალაციები
• საბავშვო-გასართობი სივრცე და აქტივობები
• საბავშვო კონცერტები
• თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
• საბავშვო ვორქშოფები (12:00 საათი - 19:00 საათი)
• ატრაქციონები
• იტალიის საელჩოს სივრცე (იტალიური კულინარია, მასტერკლასები, მუსიკა)
• „გარდენია შევარდნაძე“ - პროექტი „შემოდგომის თბილისი“
• ელექტრონული მუსიკა
• „თბილისის დიდი სამზარეულო“
• „Street Food თბილისი“
• თავგადასავლების კაფე
• ოფროუდის თავგადასავლების ტრასა
• „ტკბილი თბილისი“ - საბავშვო ტკბილეულის ზონა
• სპორტული აქტივობები:
o კრიობა (ქართული საბრძოლო ხელოვნება)
o ჭადრაკი
o ნარდი
o ქართული ჭიდაობა
o მინი-გოლფი
o მაგიდის ჩოგბურთი
o ავტო-მოტო ფესტივალი
• ატრაქციონები
• ელექტრონული მუსიკა
საბავშვო პროგრამა
• 12:00 საათი - 18:00 საათი - ფოტორატორი, გიფერი, სახეზე მოხატვა და ბუშტების მასტერკლასი
• 12:00 საათი - ღონისძიების საზეიმო გახსნა: დრამერების შოუ და ზღაპრის გმირების მსვლელობა
• 14:00 საათი - ჯამბაზების შოუ
• 14:30 საათი - სპექტაკლი „კომბლე“, „წიქარა“
• 15:00 საათი - დრამერების შოუ
• 15:30 საათი - საპნის ბუშტების შოუ • 16:00 საათი - ილუზიონისტების შოუ
• 17:30 საათი - ქიმიური ლაბორატორია (აზოტის შოუ)
• 18:00 საათი - დრამერების შოუ
საკონცერტო პროგრამა
• 13:00 საათი - საბავშვო კონცერტი
• 18:00 საათი - ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი
12:00 საათი - 23:00 საათი
• ენდურო ქლაბ ჯორჯია - ენდუროს შეჯიბრი
• ენდუროსა და ენდურო ბავშვების დისციპლინის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი
• სპეციალურად მოწყობილი რთული საშეჯიბრო გზა
• გამარჯვებულთა დაჯილდოება
ლეღვთახევი და აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორია
• 12:00-20:00 საათი - გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“
• 12:00-20:00 საათი -კულტურულ-შემოქმედებითი სივრცე:
o მოცულობითი სადღესასწაულო დეკორაციები
o თემატური პროექციები
o პერფორმანსები
გუდიაშვილის მოედანი
12:00 საათი - 23:00 საათი
• ღია კინოთეატრი
• მოცულობითი სადღესასწაულო დეკორაციები
• სამეწარმეო მარკეტი
• გასტრონომიული ფესტივალი
• ყველისა და ღვინის კუთხე
• ლუდის ზონა
(გუდიაშვილის მოედნის სცენა)
• 20:00 საათი - „ელის ბენდი“
• 21:00 საათი - „ჩაქოს ბენდი“
20:00 საათი - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
თბილისის მერია გილოცავთ „თბილისობას“!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.