პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“არა წამებას, გადადგეს ციხის უფროსი!” | N6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გაიმართა

ტვ პირველიიუსტიციის სამინისტროქართული ოცნება

N6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმრის, გიორგი დავითაძის მშობლებისა და მხარდამჭერების ინიციატივით აქცია გაიმართა. მათ პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობა გააპროტესტეს და N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძისა და პენიტენციური სამსახურის დირექტორის, გიორგი პატარიძის გადადგომა მოითხოვეს. პატიმრის ბრალდება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ გავრცელებული მასალა სრული არ არის.

“არა წამებას, გადადგეს ციხის უფროსი!” | N6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გაიმართა
ნეტგაზეთი

დღეს, 3 სექტემბერს, N6-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის მშობლების ინიციატივით აქცია გაიმართა.

პატიმრის მშობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ციხესთან დავითაძის მიმართ ჩადენილი სავარაუდო სექსუალური ძალადობა გააპროტესტეს და კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენეს.

კერძოდ, დავითაძის მშობლები მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძისა, და პენიტენციური სამსახურის დირექტორის, გიორგი პატარიძის, გადადგომას ითხოვენ.

პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, განაცხადა, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ ტელეგრამ არხებზე მითითებით გაავრცელა.

მალევე, სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა პატიმის ბრალდება უარყო და 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

ოჯახი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის გავრცელებული მასალა სრული არაა და პროკურორმა მათ 20 წუთამდე კადრები აჩვენა.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინაცვლებს - პატიმრის ოჯახი ეთერს ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები