პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ეს საბოტაჟია პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ!” – მოროშკინა

ლალი მოროშკინა პენიტენციურ სისტემაში მუშაობის გამოცდილებას იხსენებს და მომხდარს ქვეყნისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს უწოდებს.

“ეს საბოტაჟია პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ!” – მოროშკინა
ალია

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, წერს:

ციხეზე უარესი, მხოლოდ მენტალური ციხეა, რომელსაც საკუთარ თავს უშენებთ!!!!

პებიტენციურ სისტემაში ორ წელზე მეტი ვიმუშავე.

ურთულეს დროს, როდესაც ბადრაგების როტაცია მიდიოდა და თავად გვიწევდა უმძიმეს სტრესულ მდგომარეობაში მყოფ პატიმრებთან პირის პირ დარჩენა.

ხან გვჭრიდნენ(პირდაპირი მნიშვნელობით)

ხან არასრულწლოვნები მათ მშობლებთან შეთანხმებით სამკურნალოდ გადაგვყავდა(მიზეზი ყველამ იცის და გულს აღარ გავიხეთქავ)

ხან საკუთარი სახლიდან უპოვარი ადამიანებისთვის ტანსაცმელი, წიგნები და ჰიგიენის საგნები მოგვქონდა,

ხან სააკაშვილის და რეჟიმის პირად პატიმრებს, რომლებსაც მენტალური პრობლემები დაეწყოთ

ადამიანური საუბრებით და სითბოთი ვშველოდით,

ხან ჭლექიანებთან, ხან შიდსიანებთან კვების რაციონს და მედიკამენტების პროტოკოლს ვათანხმებდით,

დიაბეტურ მენიუს ცალკე ვქმნიდით,

იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ სასამართლოში მოსამართლეები ჩიოდნენ!!

მაგალითად, მე-6 საპყრობილეში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი მყავდა, რომელმაც თავის დროზე ბანკი გაიტანა და შეკრებითობის კანონით 39 წელი მიუსაჯეს!

სასამართლო პროცესზე ჭკუიდან შეიშალა, მოიკბიჩა ხორცები და შეჭამა!

ასე გრძელდებოდა 7 წელი, იგლეჯდა და იჭამდა ხორცებს. 2013 წელს,

როდესაც ამნისტია გამოცხადდა( კი გახსოვთ ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი)

თხოვნით მივმართე სასამართლოს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები პირველივე ნაკადში გაეშვათ.

და ჰოი საოცრებავ!

მე მიჩივლა მოსამართლემ, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვახდენდი.

მაშინ 2500 ლარით დამაჯარიმეს, არადა არაადამიანურ პირობებში ვმუშაობდი და ხელფასი 1600 ლარი მქონდა.

ახლა ბევრი იტყვის, მერე აგეღო ის ყბად აღებული 40000 -იანი პრემია, რა გაჩხუბებდაო?

მაშინ ასე თავისუფლად ვერ ვილაპარაკებდი!!!

ხოდა, რამ გამახსენა ეს ყველაფერი.

კარგით რა, მართლა და მართლა რატონ იქცევით ისე, თითქოს ქვეყნის მტრები იყოთ?

ეს ხომ პირდაპირი საბოტაჟია ქვეყნის და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ!

პენიტენციური უწყება ძალიან რთული სისტემაა და გადაცდომის უფლება არავის აქვს!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,ამბობდნენ, რომ სანდრა პატიმრებს ორგანოებს აჭრის და ამ ორგანოებით ვაჭრობს… სანდრა პატიმრებს ორგანოებს აჭრის და ამ ორგანოებით ვაჭრობს” – სააკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები