ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"პირველ რიგში, თითოეულ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის" - ირაკლი სარსევანიძე

ქართული ოცნება

დმანისში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის არჩევნები მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე დასრულდა. საარჩევნო უბანზე აქტივობამ 50%-ს გადააჭარბა, რასაც კანდიდატებისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დადებითი შეფასებები მოჰყვა.

"პირველ რიგში, თითოეულ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის" - ირაკლი სარსევანიძე
"პირველ რიგში, თითოეულ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის" - ირაკლი სარსევანიძერუსთავი 2

საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა დმანისში, სადაც ერთი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საკრებულოში მოსახვედრად, კი მაჟორიტარობის ორი კანდიდატი იბრძოდა. სოფელ განახლებისა და ველისპირის მოსახლეობამ, ხმა ტრადიციული მეთოდით მისცა. აღნიშნულ საარჩევნო უბანზე, ჯამში 263 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 50%-ზე მეტმა ადამიანმა.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ირაკლი სარსევანიძე მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

"პირველ რიგში, თითოეულ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის. დაუხურა უბანი 20:00 საათზე, ჩატარდა არჩევნები ნორმის ფარგლებში, წესების დაცვით. მაქსიმალური მხარდაჭერა გამომიცხადეს ამომრჩევლებმა," - აცხადებს ირაკლი სარსევანიძე.

საარჩევნო პროცესის შესახებ შეფასება გააკეთა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, "ქართული ოცნების" დმანისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კობა მურადაშვილმა.

"სამი სოფლის მოსახლეობამ - სარკინეთის, განახლების და ველისპირის ამომრჩევლებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი. ჩვენ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, საარჩევნო შტაბი აქტიურად ვაკვირდებოდით ხმის მიცემის პროცედურებს. არანაირი დარღვევები ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ დაფიქსირებულა. ამ უბანზე დაახლოებით 50%-ზე მეტი იყო ამომრჩეველთა აქტივობა, ვინაიდან ჩვენ მთელ ამ წინასაარჩევნო პერიოდში როგორც ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ მოსახლეობასთან, ასევე იყო ჩატარებული კარდაკარის პრინციპით მათთან გასაუბრებები. ჩვენ ხშირ კონტაქტში ვიმყოფებოდით თითოეულ ამომრჩეველთან და სწორედ ამ წინასაარჩევნო პერიოდმა მისცა მათ საშუალება იმის, რომ მოსულიყვნენ და აქტიურად ჩართულიყვნენ ხმის მიცემის პროცედურებში," - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, "ქართული ოცნების" დმანისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კობა მურადაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველ რიგში, თითოეულ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის. დაუხურა უბანი 20:00 საათზე, ჩატარდა არჩევნები ნორმის ფარგლებში, წესების დაცვით. მაქსიმალური მხარდაჭერა გამომიცხადეს ამომრჩევლებმა,“
ირაკლი სარსევანიძე
„სამი სოფლის მოსახლეობამ - სარკინეთის, განახლების და ველისპირის ამომრჩევლებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი. ჩვენ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, საარჩევნო შტაბი აქტიურად ვაკვირდებოდით ხმის მიცემის პროცედურებს. არანაირი დარღვევები ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ დაფიქსირებულა. ამ უბანზე დაახლოებით 50%-ზე მეტი იყო ამომრჩეველთა აქტივობა, ვინაიდან ჩვენ მთელ ამ წინასაარჩევნო პერიოდში როგორც ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ მოსახლეობასთან, ასევე იყო ჩატარებული კარდაკარის პრინციპით მათთან გასაუბრებები. ჩვენ ხშირ კონტაქტში ვიმყოფებოდით თითოეულ ამომრჩეველთან და სწორედ ამ წინასაარჩევნო პერიოდმა მისცა მათ საშუალება იმის, რომ მოსულიყვნენ და აქტიურად ჩართულიყვნენ ხმის მიცემის პროცედურებში,“
კობა მურადაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.