ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"მზად ვართ, მაქსიმალურად გადავცეთ ჩვენი ცოდნა რაგბის აკადემია "რუსთაველის" წარმომადგენლებს, რათა შემდგომში ნაყოფიერად გამოიყენონ საკუთარ ქვეყანაში" - ნიცის სასკოლო რაგბის აკადემიის პრეზიდენტი

რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემია "რუსთაველი" იხსნება. გახსნამდე აკადემიის მწვრთნელებმა საფრანგეთში, ნიცის რაგბის აკადემიაში გაიარეს კვალიფიკაციის ამაღლება. აკადემიაში 5-დან 14 წლამდე მოზარდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების სწავლას რუსთავის მერია დააფინანსებს.

"მზად ვართ, მაქსიმალურად გადავცეთ ჩვენი ცოდნა რაგბის აკადემია "რუსთაველის" წარმომადგენლებს, რათა შემდგომში ნაყოფიერად გამოიყენონ საკუთარ ქვეყანაში" - ნიცის სასკოლო რაგბის აკადემიის პრეზიდენტი
"მზად ვართ, მაქსიმალურად გადავცეთ ჩვენი ცოდნა რაგბის აკადემია "რუსთაველის" წარმომადგენლებს, რათა შემდგომში ნაყოფიერად გამოიყენონ საკუთარ ქვეყანაში" - ნიცის სასკოლო რაგბის აკადემიის პრეზიდენტირუსთავი 2

რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია "რუსთაველი" გაიხსნება. ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, აკადემიის მწვრთნელებმა საფრანგეთში, ნიცის რაგბის აკადემიაში აიმაღლეს კვალიფიკაცია და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილება გაიზიარეს.

რუსთავის რაგბის ბავშვთა აკადემიის მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ნატრიაშვილმა აღნიშნა, რომ გაეცნენ მეთოდოლოგიას, რომლითაც ბავშვებს ავარჯიშებენ.

"ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი ვიზიტი ნიცა რაგბში. პირველი სამი დღე უშუალოდ დაეთმო თეორიულ ნაწილს, გავეცანით თვითონ აკადემიის სტრუქტურას, გავეცანით მეთოდოლოგიას, თუ რა მეთოდოლოგიით ავარჯიშებენ ბავშვებს", - აღნიშნა ირაკლი ნატრიაშვილმა.

კომენტარი გააკეთა ნიცის სასკოლო რაგბის აკადემიის პრეზიდენტმა, ოლივიე ბუჟო.

"მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ რაგბის აკადემია "რუსთაველის" წარმომადგენლებს. ისინი ჩვენთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან და სურთ, ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ. ჩვენც მზად ვართ, მათ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გავცეთ და მაქსიმალურად გადავცეთ ჩვენი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა, რათა შემდგომში ნაყოფიერად გამოიყენონ საკუთარ ქვეყანაში", - ამბობს ნიცის სასკოლო რაგბის აკადემიის პრეზიდენტი, ოლივიე ბუჟო.

რუსთავის რაგბის აკადემიაში, 5-დან 14 წლამდე მოზარდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ახალი სპორტული სივრცე რუსთავში ამ შემოდგომაზე გაიხსნება და რაგბის ყველა მოყვარულისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების აკადემიაში სწავლას რუსთავის მერია სპეციალური სტიპენდიით დააფინანსებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი ვიზიტი ნიცა რაგბში. პირველი სამი დღე უშუალოდ დაეთმო თეორიულ ნაწილს, გავეცანით თვითონ აკადემიის სტრუქტურას, გავეცანით მეთოდოლოგიას, თუ რა მეთოდოლოგიით ავარჯიშებენ ბავშვებს“
ირაკლი ნატრიაშვილი
„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ რაგბის აკადემია "რუსთაველის" წარმომადგენლებს. ისინი ჩვენთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან და სურთ, ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ. ჩვენც მზად ვართ, მათ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გავცეთ და მაქსიმალურად გადავცეთ ჩვენი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა, რათა შემდგომში ნაყოფიერად გამოიყენონ საკუთარ ქვეყანაში“
ოლივიე ბუჟო
„წარმომადგენლებს. ისინი ჩვენთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან და სურთ, ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ. ჩვენც მზად ვართ, მათ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გავცეთ და მაქსიმალურად გადავცეთ ჩვენი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა, რათა შემდგომში ნაყოფიერად გამოიყენონ საკუთარ ქვეყანაში“
ოლივიე ბუჟო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.