ნიკოლოზ სამხარაძე: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს?
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ერთდროულად აღიარებს საქართველოს მთავრობის მაღალ ნდობას და აცხადებს, რომ ის ხალხის ნებას არ წარმოადგენს. მისი თქმით, უპირატესობა მეთოდოლოგიურად სწორ კვლევებს უნდა მიენიჭოს და არა პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - არის ასეთი გამონათქვამი და სწორედ მიესადაგება ევროკავშირს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროკომისიის კვლევის შედეგებზე საუბრისას, რომლის თანახმად, ნდობის რეიტინგში საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.
სამხარაძის თქმით, ერთი მხრივ, ევროკავშირი ატარებს კვლევას, რომლის მიხედვითაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ნდობის ხარისხი მაღალია, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ მთავრობა ხალხის ნებას არ წარმოადგენს.
„თვითონვე აკეთებენ კვლევებს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ? - მეცნიერულად, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ დავუჯეროთ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს, რომლებიც მიმართულია იქით, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეთოდოლოგიურად სწორ კვლევებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„თვითონვე აკეთებენ კვლევებს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ? - მეცნიერულად, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ დავუჯეროთ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს, რომლებიც მიმართულია იქით, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეთოდოლოგიურად სწორ კვლევებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.