ნიკოლოზ სამხარაძე: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" - ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს, ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროკომისიის კვლევის შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის ნდობის რეიტინგმა 54.1%-ს მიაღწია. მისი თქმით, წინააღმდეგობრივია, როდესაც კვლევა მაღალ ნდობას აჩვენებს, ხოლო ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მთავრობა ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" - არის ასეთი გამონათქვამი და სწორედ მიესადაგება ევროკავშირს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროკომისიის კვლევის შედეგებზე საუბრისას, რომლის თანახმად, ნდობის რეიტინგში საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.
სამხარაძის თქმით, ერთი მხრივ, ევროკავშირი ატარებს კვლევას, რომლის მიხედვითაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ნდობის ხარისხი მაღალია, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ მთავრობა ხალხის ნებას არ წარმოადგენს.
"თვითონვე აკეთებენ კვლევებს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ? - მეცნიერულად, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ დავუჯეროთ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს, რომლებიც მიმართულია იქით, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეთოდოლოგიურად სწორ კვლევებს,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„თვითონვე აკეთებენ კვლევებს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ? - მეცნიერულად, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ დავუჯეროთ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს, რომლებიც მიმართულია იქით, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეთოდოლოგიურად სწორ კვლევებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.