პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთავრობისადმი ნდობა აბსოლუტურ მინიმუმზეა ჩამოსული, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ჩვენს ხელისუფლებას - არჩილ გორდულაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის კვლევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობისადმი ნდობა მინიმუმზეა, ხოლო საქართველოში მოქალაქეების უმრავლესობა ხელისუფლებას ენდობა.

მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთავრობისადმი ნდობა აბსოლუტურ მინიმუმზეა ჩამოსული, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ჩვენს ხელისუფლებას - არჩილ გორდულაძე
რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთავრობების მიმართ ნდობა მინიმუმზეა, საქართველოში კი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მმართველ გუნდს ენდობა.

"მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, განვითარებულ ეკონომიკის მქონე წევრ ქვეყნებში მთავრობისადმი ნდობა არის აბსოლუტურ მინიმუმზე ჩამოსული, ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ჩვენს გუნდს და ჩვენს ხელისუფლებას. მაგრამ, ამ ქვეყნების წარმომადგენლები და ბიუროკრატიაში გაერთიანებული პირები, თავს ესხმიან როგორც ჩვენს გუნდს, ასევე მისი აღმატებულება, ქართველი ხალხის არჩევანს და არ სცემენ პატივს ქართული საზოგადოების პოზიციებს. ერთი მხრივ, სახეზეა და აშკარაა ფაქტები, მეორე მხრივ, აღქმების შექმნის მცდელობები, რომლითაც დაკავებულები არიან სხვადასხვა ძალის წარმომადგენლები. ყველას ვურჩევდი, რომ პირველ რიგში საკუთარ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე იზრუნონ და თავი დაანებონ დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოს მიმართ", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ევროკომისიის კვლევის შედეგები მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში გამოაქვეყნა. "ევრო ბარომეტრის" შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში ლუქსემბურგთან, დანიასთან, მონტენეგროსთან და ავსტრიასთან ერთად მოხვდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ევრო ბიუროკრატების მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები საქართველოს მთავრობისა და ხალხის დაყოფაზე, ევროკომისიის კვლევით დასტურდება, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა. იხსენებენ ოპოზიციის ლობისტების განცხადებებსაც, მათ შორის ჯო უილსონს, რომელიც უაპელაციოდ ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ინტერესები არ ემთხვევა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ ქართველი ხალხის და მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს, ქმედებებს. კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობას ენდობა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა - ხშირად ვხედავთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და მთავრობის განცალკევების განცხადებებს, მათივე კვლევით კი აღმოჩნდა, რომ ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა
  3. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა
  4. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: “ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ისტორიული მაქსიმუმი და ევროპის საუკეთესო ხუთეული - საქართველოს მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობის მიუხედავად, ევრობიუროკრატების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მაინც ისმისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები