პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თემატური დისკუსია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაზე თემატური დისკუსიები და მოხსენებები წარადგინეს საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტების, აკადემიური წრეებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თემატური დისკუსია გაიმართა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში", მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრებმა, საქართველოსა და ევროპაში მოქმედი საზოგადოებრივ-რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა, თეოლოგებმა და ისტორიკოსებმა პანელურ დისკუსიაზე მოხსენებები და მოსაზრებები წარმოადგინეს.

საერთაშორისო კონფერენციის პირველი სესია, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოდერატორობით წარიმართა, თემას - "ქრისტიანული ფასეულობები ევროპაში, კრიზისის ფონზე: ლისაბონის ხელშეკრულების მე-17 მუხლი და მართლმადიდებლობის წვლილი" მიეძღვნა.

თემატურ პანელზე მოხსენებები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუმინეთის დეპუტატთა პალატის წევრმა, იოან ვულპესკუმ, ევროპის პარლამენტის წევრმა, კრისტიან ტერეშმა, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციის კომისიის პრეზიდენტმა, ეპისკოპოსმა მარიანო ჩროციატამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მრჩეველმა, კოსტას მიგდალისმა წარმოადგინეს.

სესიის განსახილველ თემებს წარმოადგენდა: ქრისტიანული ღირებულებების ურთიერთკავშირი პარლამენტარიზმის პრინციპებთან, ქრისტიანულ ღირებულებებსა და ეკლესიების პოზიციას შორის ურთიერთობა ეროვნული ინტერესებით განსაზღვრული პოლიტიკის საკითხებთან მიმართებით და საპარლამენტო ინსტიტუტებსა და მონოთეისტურ რელიგიებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: „გვექნება თემატური
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - "ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში" გაიხსნა
  3. რუსთავი 2სამთავრობოქრისტიანობა, როგორც ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მთავარი ღერძი - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება და ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები