ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წარადგინეს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც ოჯახის ინსტიტუტზე, ტრადიციულ ღირებულებებსა და დემოგრაფიულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ღონისძიება საქართველოს პარლამენტისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ეგიდით ჩატარდა და თბილისის დეკლარაციის მიღებით დასრულდა.

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წარადგინეს
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წარადგინესრუსთავი 2

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თემატური დისკუსიის ფარგლებში, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წარადგინეს.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ეგიდით გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციის მეორე სესიაზე, რომელსაც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი წარუძღვა, მომხსენებლებმა თანამედროვე მსოფლიოში ოჯახის ინსტიტუტის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრეს.

თემატურ პანელზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თემატურ პანელზე მოხსენებები წარადგინეს: ევროპის პარლამენტის წევრმა თომას ფრიოლიხმა, ორგანიზაცია „ერთად ევროპისთვის“ კოორდინატორმა გერჰარდ პროსმა, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრმა, პანიკოს ლეონიდოუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი-მეჯლისის ვიცე-სპიკერმა, რაფაელ ჰუსეინოვმა, ნიქოზიის უნივერსიტეტის თეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქრისტოს ეკონომუმ და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრმა, ცოვინარ ვარდანიანმა.

საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით დასრულდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.