პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი - ძნელბედობის ჟამს დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს, ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა

საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისტორიის მანძილზე დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს, ხოლო ქრისტიანობამ განსაზღვრა ქართველი ერის სულიერი და კულტურული განვითარება.

მიხეილ ყაველაშვილი - ძნელბედობის ჟამს დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს, ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა
ინტერპრესნიუსი

17 საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა - უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს სწორედ დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს , - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქრისტიანული მემკვიდრეობის როლზე ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში.

„17 საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა. უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს სწორედ დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საუკუნეების განმავლობაში საქართველო არა მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, არამედ განსხვავებული კულტურების, რელიგიებისა და ტრადიციების მშვიდობიანი თანაარსებობის გამოცდილებას ქმნიდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვა კულტურებისადმი ღიაობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა საკუთარი ეროვნული და სულიერი თვითმყოფადობა შეინარჩუნა.

მისივე თქმით, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული ღირებულებითი გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სულიერი და ეროვნული საყრდენების შენარჩუნება, რომლებმაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში დაიცვა და გააძლიერა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეისა და საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 7
  1. იმედინიუსისამთავრობოსაერთაშორისო კონფერენცია სახელმწოდებით „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ იმართება. LIVE
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი - საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი – საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანიზმსა და ეროვნულ იდეალებს
  4. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი – გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას
  5. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ოდითგანვე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი
  6. POSTVსამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: „უაღრესად მნიშვნელოვანია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ
  7. POSTVსამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს არის ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა დედა ეკლესიის ნაწილი. უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვენგანში, ხარობს მთელი ერი და მთელი ქვეყანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები