პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი: „უაღრესად მნიშვნელოვანია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს, ეროვნულ ტრადიციებს, ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას და სულიერ ფასეულობებს.

მიხეილ ყაველაშვილი: „უაღრესად მნიშვნელოვანია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ
POSTV

„წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს. ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“.

„უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს, სწორედ დედაეკლესია აერთიანებდა ერს, იცავდა ქართულ ენასა და ისტორიულ მეხსიერებას. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია. სწორედ ეს ღირებულებები გახდა ევროპული ცივილიზაციის საფუძველი.

დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი? ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ — მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში.

დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცვლელი სულიერი და ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცისა და ღირსეული მომავლის ქვაკუთხედია. ეს გახლავთ სივრცე, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეროვნული იდენტობა, ტრადიციები და მარადიული ღირებულებები.

მჯერა, რომ მომავალი თაობები ღირსეულად ატარებენ და დაიცავენ ამ მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას — ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, ეროვნულ თვითმყოფადობასა და სულიერ სიმტკიცეს.

საქართველო, ისევე როგორც წარსულში, მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი, სადაც ერთიანობა და მშვიდობა ქმნის ჩვენი ხალხის უკვდავ მომავალს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაერთაშორისო კონფერენცია სახელმწოდებით „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ იმართება. LIVE
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი - საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი – საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანიზმსა და ეროვნულ იდეალებს
  4. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი – გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას
  5. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ოდითგანვე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი
  6. POSTVსამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ ყაველაშვილი - ძნელბედობის ჟამს დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს, ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი – დღეს, როცა თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ სულიერ საწყისებს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი თანაარსებობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები