მიხეილ ყაველაშვილი: დღეს არის ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა დედა ეკლესიის ნაწილი. უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვენგანში, ხარობს მთელი ერი და მთელი ქვეყანა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ზემო აჭარაში საყოველთაო ნათლობის შემდეგ განაცხადა, რომ მხარე ზეიმითაა აღსავსე, სადაც მრავალი ადამიანი გახდა მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი და ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს.

განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ზემო აჭარლებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, მცხოვრებლებს მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე. დღეს არის მართლაც ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი დედა ეკლესიის, ჩვენი მართლმადიდებლური დედა ეკლესიის, ნათლისღება მიიღო და მართლაც უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვენგანში, ხარობს მთელი ერი და მთელი ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ზემო აჭარაში საყოველთაო ნათლობის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაა განსაკუთრებული მხარე და ქრისტიანობის კარიბჭე, სწორედ აქ იქადაგეს პირველად ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა ქრისტიანული სარწმუნოება, სწორედ აქ ეზიარა ქართველი ხალხი მთავარ სარწმუნოებას და იმ ღირებულებას, რომელსაც დღემდე ასე ვუფრთხილდებით და ასე ვიცავთ.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წელს. ჩვენ ეს აღვნიშნეთ მთელმა ერმა და უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველო არის მთლიანი ერთიანი სხეული. ყველამ ვიცით ჩვენი ისტორია, როგორი გამოწვევებით აღსავსე, რამდენი წმინდანი გვყავს, რამდენი გმირი გვყავს და არ ვეგუებოდით არასდროს არც ჩვენი მიწის, არც ჩვენი იდენტობის, არც ჩვენი სარწმუნოების და არც ჩვენი ტრადიციების მიმართ უხეშ მოქცევას მომხდურის მხრიდან.
ეს არის ჩვენი რაობა, ჩვენი არსი ცხოვრებისა თუ ვინა ვართ, რას წარმოვადგენთ და რანი უნდა ვიყოთ მომავალში და ამას ყველაფერს უზრუნველყოფს და ყოველთვის მედგრად დგას ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ვის გარშემოც ვართ გაერთიანებული მთელი საქართველო. უდიდესი ბედნიერებაა დღეს აქ ყოფნა, ამ მართლაც უნიკალურ მხარეში, მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი ზემო აჭარლების მიმართ, რადგან ამ ხალხმა უდიდესი განსაცდელი გაიარა, მაგრამ შეინარჩუნა და არ დაკარგა თავისი იდენტობა, თავისი სამშობლოს სიყვარული და დღეს სწორედ ეს პროცესია.
დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ გზა, რომელსაც მთელი საქართველო გავდივართ სწორედ აქ, ჩვენს ზემო აჭარლებთან ერთად, უნდა გავიაროთ მთელმა საქართველომ, გზა უფლისკენ და ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ძლიერები, განვავითარებთ ქვეყანას, მაგრამ მთავარი ყოველთვის არიან ადამიანები, მთავარი არის ადამიანის ცხოვრებაში მისი აზრი ცხოვრებისა და ჩვენ გვყავს უდიდესი სარწმუნოების მქონე ერი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გვასწავლა უნიკალური სიბრძნე. რომ უნდა ვიყოთ ჩვენ ქრისტეს ჯარისკაცები, უფლის საფარქვეშ, თუ ასევე დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მარტივად დავძლევთ ძნელბედობის ჟამს, უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით, რაც უფრო მეტად დავშორდებით, უფრო მეტი გვექნება გამოწვევაც და ასე ვთქვათ, პრობლემებიც.
ეს არის ჩვენი ისტორიის მთელი არსებობის გამოცდილება, ეს გვასწავლეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ ვალდებული ვართ და სხვა გზაც არ გვაქვს, რომ სხვანაირად მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს დედა ეკლესიასთან ერთად, რომ ეს განვახორციელოთ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. უდიდესი ბედნიერებაა დღეს თქვენი ხილვა და ამ მართლაც უნიკალურ და გამორჩეულ საქართველოს მხარეში ამ ბედნიერების გაზიარება, ეს არის დღეს ჩვენი ერის დღესასწაული, მთლიანი საქართველოსი.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს საქართველო არის ერთიანი სხეული, არ შეიძლება, რომ ის განსხვავებული იყოს და ეს განსხვავებულობა მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური კულტურა, უნიკალური, როგორც ჩვენი ქართული პოლიფონიაა, ასევე განსხვავებული ტრადიციები, ხასიათი, ჩვენი კულტურა და ეს პირიქით აძლიერებს და კრავს ჩვენს მართლაც უნიკალურ ერს, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“, - აღნიშნა მიხეილ ყავლაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წელს. ჩვენ ეს აღვნიშნეთ მთელმა ერმა და უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველო არის მთლიანი ერთიანი სხეული. ყველამ ვიცით ჩვენი ისტორია, როგორი გამოწვევებით აღსავსე, რამდენი წმინდანი გვყავს, რამდენი გმირი გვყავს და არ ვეგუებოდით არასდროს არც ჩვენი მიწის, არც ჩვენი იდენტობის, არც ჩვენი სარწმუნოების და არც ჩვენი ტრადიციების მიმართ უხეშ მოქცევას მომხდურის მხრიდან. ეს არის ჩვენი რაობა, ჩვენი არსი ცხოვრებისა თუ ვინა ვართ, რას წარმოვადგენთ და რანი უნდა ვიყოთ მომავალში და ამას ყველაფერს უზრუნველყოფს და ყოველთვის მედგრად დგას ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ვის გარშემოც ვართ გაერთიანებული მთელი საქართველო. უდიდესი ბედნიერებაა დღეს აქ ყოფნა, ამ მართლაც უნიკალურ მხარეში, მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი ზემო აჭარლების მიმართ, რადგან ამ ხალხმა უდიდესი განსაცდელი გაიარა, მაგრამ შეინარჩუნა და არ დაკარგა თავისი იდენტობა, თავისი სამშობლოს სიყვარული და დღეს სწორედ ეს პროცესია. დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ გზა, რომელსაც მთელი საქართველო გავდივართ სწორედ აქ, ჩვენს ზემო აჭარლებთან ერთად, უნდა გავიაროთ მთელმა საქართველომ, გზა უფლისკენ და ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ძლიერები, განვავითარებთ ქვეყანას, მაგრამ მთავარი ყოველთვის არიან ადამიანები, მთავარი არის ადამიანის ცხოვრებაში მისი აზრი ცხოვრებისა და ჩვენ გვყავს უდიდესი სარწმუნოების მქონე ერი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გვასწავლა უნიკალური სიბრძნე. რომ უნდა ვიყოთ ჩვენ ქრისტეს ჯარისკაცები, უფლის საფარქვეშ, თუ ასევე დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მარტივად დავძლევთ ძნელბედობის ჟამს, უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით, რაც უფრო მეტად დავშორდებით, უფრო მეტი გვექნება გამოწვევაც და ასე ვთქვათ, პრობლემებიც. ეს არის ჩვენი ისტორიის მთელი არსებობის გამოცდილება, ეს გვასწავლეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ ვალდებული ვართ და სხვა გზაც არ გვაქვს, რომ სხვანაირად მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს დედა ეკლესიასთან ერთად, რომ ეს განვახორციელოთ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. უდიდესი ბედნიერებაა დღეს თქვენი ხილვა და ამ მართლაც უნიკალურ და გამორჩეულ საქართველოს მხარეში ამ ბედნიერების გაზიარება, ეს არის დღეს ჩვენი ერის დღესასწაული, მთლიანი საქართველოსი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს საქართველო არის ერთიანი სხეული, არ შეიძლება, რომ ის განსხვავებული იყოს და ეს განსხვავებულობა მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური კულტურა, უნიკალური, როგორც ჩვენი ქართული პოლიფონიაა, ასევე განსხვავებული ტრადიციები, ხასიათი, ჩვენი კულტურა და ეს პირიქით აძლიერებს და კრავს ჩვენს მართლაც უნიკალურ ერს, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…