ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი – გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია ეროვნული და სულიერი საყრდენის შენარჩუნება და გამოხატა რწმენა, რომ მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემასა და ტრადიციებს.

მიხეილ ყაველაშვილი – გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას
მიხეილ ყაველაშვილი – გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემასპირველი არხი

დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი?, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციის – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ.

„ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ – მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში. დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცვლელი სულიერი და ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა, გავუსვა ხაზი ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცისა და ღირსეული მომავლის ქვაკუთხედია. ეს გახლავთ სივრცე, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეროვნული იდენტობა, ტრადიციები და მარადიული ღირებულებები. მჯერა, მომავალი თაობები ღირსეულად ატარებენ და დაიცავენ ამ მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას – ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, ეროვნულ თვითმყოფადობასა და სულიერ სიმტკიცეს. საქართველო, ისევე როგორც წარსულში, მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი, სადაც ერთიანობა და მშვიდობა ქმნის ჩვენი ხალხის უკვდავ მომავალს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ – მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში. დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცვლელი სულიერი და ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა, გავუსვა ხაზი ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცისა და ღირსეული მომავლის ქვაკუთხედია. ეს გახლავთ სივრცე, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეროვნული იდენტობა, ტრადიციები და მარადიული ღირებულებები. მჯერა, მომავალი თაობები ღირსეულად ატარებენ და დაიცავენ ამ მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას – ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, ეროვნულ თვითმყოფადობასა და სულიერ სიმტკიცეს. საქართველო, ისევე როგორც წარსულში, მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი, სადაც ერთიანობა და მშვიდობა ქმნის ჩვენი ხალხის უკვდავ მომავალს“
მიხეილ ყაველაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი: ქრისტიანობა ჩვენთვის იყო სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც უმძიმეს ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები