პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი: „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ისტორიულ როლზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და ევროპულ და ქრისტიანულ იდენტობაში მის წვლილზე ისაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილი: „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ
POSTV

“საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორია დამპყრობლებთან და იმპერიულ ამბიციებთან მუდმივი ჭიდილის ქრონიკაა, ჩვენს მიწაზე სხვადასხვა სარწმუნოების, ენისა და ტრადიციის ხალხები ოდითგანვე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთიან ეროვნულ სხეულს ქმნიდნენ.

საამაყოა, რომ საქართველოში არასოდეს მომხდარა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით გამორჩევა და დევნა — ამის უტყუარი დასტურია ჩვენს დედაქალაქში საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა კონფესიის ტაძრების გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაარსებობა. ქართველი ხალხი ყოველთვის ღია იყო მსოფლიო კულტურებისთვის, თუმცა არასოდეს დაუკარგავს საკუთარი ეროვნული და სულიერი თვითკმარობა.

როდესაც ევროპული ცივილიზაციის საწყისებზე ვსაუბრობთ და ელინურ ფილოსოფიასა თუ რომაულ სამართალს ვიხსენებთ, გვმართებს დავაფასოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაც — ფაზისის კოლხური აკადემიიდან მოყოლებული, ქართულ ინტელექტუალურ გონს უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპული და ქრისტიანული იდენტობის ფორმირებაში.

საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე. უმდიდრესი სულიერი საგანძურით, უძველესი დამწერლობითა და ისეთი საგანმანათლებლო კერებით, როგორიცაა გელათისა და იყალთოს აკადემია. ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ჰუმანიზმს, თავისუფლებასა და უზენაეს ეროვნულ იდეალებს ეფუძნებოდა.

ქართული ხელოვნება, ფილოსოფიური აზროვნება და ლიტერატურა ორგანულად აერთიანებდა და კიდევ უფრო ამდიდრებდა როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ცივილიზაციების მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაერთაშორისო კონფერენცია სახელმწოდებით „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ იმართება. LIVE
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი - საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი – საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანიზმსა და ეროვნულ იდეალებს
  4. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი – გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას
  5. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ოდითგანვე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი
  6. POSTVსამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: „უაღრესად მნიშვნელოვანია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ ყაველაშვილი - ძნელბედობის ჟამს დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს, ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები