მიხეილ ყაველაშვილი: ქრისტიანობა ჩვენთვის იყო სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც უმძიმეს ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა
სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ქრისტიანობა იყო სულიერი და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც ქართველ ერს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა.

თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გაიხსნა. ღონისძიება ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს. მისი მიზანი კი საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის გააზრება და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენაა.
სიმპოზიუმი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მოიცავს თემატურ სესიებს. გახსნის ცერემონიას კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ამ სულიერმა არჩევანმა საუკუნოდ განსაზღვრა ქართველი ერის კულტურული სახე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისტორიული გზა. მისი თქმით, საუკუნეთა განმავლობაში, საქართველო წარმოადგენდა ცივილიზაციურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო დამპყრობლებთან მუდმივი ბრძოლის ქრონიკაში ერის საყრდენი დედაეკლესია იყო, რომელიც იცავდა მამულს, მშობლიურ ენასა და ისტორიულ მეხსიერებას.
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, წელს სრულიად საქართველო საზეიმო სულისკვეთებით აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს. 17 საუკუნის წინ, ჩვენი ერის მიერ გაკეთებულმა ამ უმნიშვნელოვანესმა სულიერმა არჩევანმა, საუკუნოდ განსაზღვრა ქართველი ერის კულტურული სახე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისტორიული გზა.
საუკუნეთა მანძილზე საქართველო წარმოადგენდა, როგორც გეოგრაფიული და ცივილიზაციური ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ასევე, კულტურული თუ კონფესიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული თანაარსებობის უნიკალურ სივრცეს.
ჩვენი ისტორია დამპყრობლებთან მუდმივი ჭიდილისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ქრონიკაა. ამ ურთულეს გზაზე, ნებისმიერი განსაცდელის ჟამს, ქართველ ერს საყრდენად დედა ეკლესია ევლინებოდა. იგი კრავდა და აერთიანებდა ხალხს, იცავდა ჩვენს მამულს, მშობლიურ ენას, ეროვნულ ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებას.
ქრისტიანობა ჩვენთვის იყო სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც უმძიმეს ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ფასეულობებია.
დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ღირებულებითი კრიზისისა და გეოპოლიტიკური რყევების წინაშე დგას, ჩვენი ვალია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა, რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი? - ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი. ეს 7-კომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართლის მე-19 საუკუნის ეროვნული ტრიადასა და უწმინდესი ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროისა და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. მათ შორის, ქართული გონებისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა.
სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განმსაზღვრელ ფუნდამენტს. დღესაც, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება. ამ იდეალებით აღზრდილი ქართული ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური.
1 700 წლის წინათ ჩვენმა წინაპრებმა არჩევანმა, ჩვენი ერის მარადიული არსებობა განსაზღვრა. დღევანდელი მრავალმხრივი გამოწვევების ფონზე, სწორედ ამ შვიდ მარადიულ საყრდენზე უნდა იმართოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მისი სტრატეგიული განვითარება. ჩვენი საერთო ვალია, ეს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური და ეროვნული იდენტობა უვნებლად გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, რადგან საუკუნეთა ქარტეხილებში გამოწრთობილი ეს მემკვიდრეობა არის ძლიერი, ერთიანი და სუვერენული საქართველოს საწინდარი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო!" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, წელს სრულიად საქართველო საზეიმო სულისკვეთებით აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს. 17 საუკუნის წინ, ჩვენი ერის მიერ გაკეთებულმა ამ უმნიშვნელოვანესმა სულიერმა არჩევანმა, საუკუნოდ განსაზღვრა ქართველი ერის კულტურული სახე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისტორიული გზა. საუკუნეთა მანძილზე საქართველო წარმოადგენდა, როგორც გეოგრაფიული და ცივილიზაციური ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ასევე, კულტურული თუ კონფესიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული თანაარსებობის უნიკალურ სივრცეს. ჩვენი ისტორია დამპყრობლებთან მუდმივი ჭიდილისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ქრონიკაა. ამ ურთულეს გზაზე, ნებისმიერი განსაცდელის ჟამს, ქართველ ერს საყრდენად დედა ეკლესია ევლინებოდა. იგი კრავდა და აერთიანებდა ხალხს, იცავდა ჩვენს მამულს, მშობლიურ ენას, ეროვნულ ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებას. ქრისტიანობა ჩვენთვის იყო სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც უმძიმეს ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ფასეულობებია. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ღირებულებითი კრიზისისა და გეოპოლიტიკური რყევების წინაშე დგას, ჩვენი ვალია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა, რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი? - ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი. ეს 7-კომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართლის მე-19 საუკუნის ეროვნული ტრიადასა და უწმინდესი ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროისა და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. მათ შორის, ქართული გონებისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა. სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განმსაზღვრელ ფუნდამენტს. დღესაც, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება. ამ იდეალებით აღზრდილი ქართული ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური. 1 700 წლის წინათ ჩვენმა წინაპრებმა არჩევანმა, ჩვენი ერის მარადიული არსებობა განსაზღვრა. დღევანდელი მრავალმხრივი გამოწვევების ფონზე, სწორედ ამ შვიდ მარადიულ საყრდენზე უნდა იმართოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მისი სტრატეგიული განვითარება. ჩვენი საერთო ვალია, ეს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური და ეროვნული იდენტობა უვნებლად გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, რადგან საუკუნეთა ქარტეხილებში გამოწრთობილი ეს მემკვიდრეობა არის ძლიერი, ერთიანი და სუვერენული საქართველოს საწინდარი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.