ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობით, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატია3-4 ბალიანი შტორმი, ელჭექი, ქარი... - 1-3 ოქტომბერს ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი - გაფრთხილება უახლოესი ორი დღის ამინდის პროგზონის შესახებ
საქართველოში 3 ოქტომბრამდე ნალექია მოსალოდნელი – სააგენტო
აჭარაში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი – სააგენტოს გაფრთხილება ამინდზე
გაფრთხილება: საქართველოში ამინდი უარესდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…