7 ნოემბრიდან 9 ნოემბრის დილამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-9 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უხვი ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მთაში კი ძლიერი თოვა, რამაც შესაძლოა მეწყრული პროცესები, დატბორვა და გზებზე მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო).
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი - 7-9 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…