დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-დან 9 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მთაში კი ძლიერი თოვა. უწყების გაფრთხილებით, მოსალოდნელია მდინარეებში წყლის დონის მატება, მეწყრული პროცესების გააქტიურება და ურბანული ტერიტორიების დატბორვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.
სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.
აღნიშნულია, რომ დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი - 7-9 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში
7 ნოემბრიდან 9 ნოემბრის დილამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა
გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით
ციტატები სტატიიდან
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…