აჭარაში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი – სააგენტოს გაფრთხილება ამინდზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში, მათ შორის აჭარაში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე შტორმი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.

გარემოს ეროვნული სააგენტო კვლავ გაფრთხილებას ვრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
სააგენტოს ცნობით, 1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.
„შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GE3-4 ბალიანი შტორმი, ელჭექი, ქარი... - 1-3 ოქტომბერს ამინდი გაუარესდება
- პირველი არხისინოპტიკოსების პროგნოზით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის
- ინტერპრესნიუსი3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
- რუსთავი 2ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი - გაფრთხილება უახლოესი ორი დღის ამინდის პროგზონის შესახებ
- ტაბულასაქართველოში 3 ოქტომბრამდე ნალექია მოსალოდნელი – სააგენტო
- ალიაგაფრთხილება: საქართველოში ამინდი უარესდება
- ალიაძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…