3-4 ბალიანი შტორმი, ელჭექი, ქარი... - 1-3 ოქტომბერს ამინდი გაუარესდება
საქართველოში 1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, რამაც შესაძლებელია წყლის დონეების მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასინოპტიკოსების პროგნოზით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი - გაფრთხილება უახლოესი ორი დღის ამინდის პროგზონის შესახებ
საქართველოში 3 ოქტომბრამდე ნალექია მოსალოდნელი – სააგენტო
აჭარაში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი – სააგენტოს გაფრთხილება ამინდზე
გაფრთხილება: საქართველოში ამინდი უარესდება
ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…