ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის 48%-ი თვლის, რომ ფრიდრიხ მერცის კანცლერობა წარუმატებელი აღმოჩნდა

Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის საქმიანობით უკმაყოფილოა და მის კანცლერობას წარუმატებლად აფასებს.

Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის 48%-ი თვლის, რომ ფრიდრიხ მერცის კანცლერობა წარუმატებელი აღმოჩნდა
Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის 48%-ი თვლის, რომ ფრიდრიხ მერცის კანცლერობა წარუმატებელი აღმოჩნდარუსთავი 2

გამოკითხვის თანახმად, გერმანელების უმრავლესობა ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის საქმიანობით ღრმად იმედგაცრუებულია. Ipsos-ის მიერ, ჟურნალ Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 48%-ი სრულად ეთანხმება მოსაზრებას: "ფრიდრიხ მერცის კანცლერობა ჩავარდა/წარუმატებელი აღმოჩნდა". გამოკითხულთა კიდევ 19 პროცენტი ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება.

აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალურ მიწებში შეფასება უფრო მკაცრია: იქ გამოკითხულთა 80 პროცენტი ამ მოსაზრებას სრულად ან მეტწილად ეთანხმება.

დასავლეთ გერმანიის ფედერალურ მიწებში, კვლევის თანახმად, ამ მოსაზრებას 64%-ი ეთანხმება, რაც შედარებით ნაკლებია.

Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, Ipsos-მა 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გერმანიაში დაახლოებით 2002 ადამიანი ონლაინ გამოკითხა.

მედია წერს, რომ მერცის შემცვლელზე გერმანელებს ერთიანი აზრი არ აქვთ. ამასთან, გამოკითხულებს გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან" მერცის შემცვლელი გამორჩეული კანდიდატიც არ ჰყავთ.

კითხვაზე, ვინ იქნებოდა უკეთესი ფედერალური კანცლერი, გამოკითხულებს შესთავაზეს სამი კანდიდატი: CSU-ის ლიდერი მარკუს ზიოდერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი ჰენდრიკ ვიუსტი.

43%-მა აირჩია პასუხი: "არცერთი ჩამოთვლილთაგანი". თითქმის 14%-მა უპასუხა: "არ ვიცი". ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის ზიოდერმა 20%-ი მიიღო, რაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერაა. 16%-ი ვიუსტს ამჯობინებს, დობრინდტს კი მხოლოდ 5%-მა მისცა ხმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფრიდრიხ მერცის კანცლერობა ჩავარდა/წარუმატებელი აღმოჩნდა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.