პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
რუსთავი 2

გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "იფსოსის" კვლევამ აჩვენა, რომ ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მის საქმიანობას 81% უარყოფითად აფასებს.

"მსყიდველობითუნარიანობასა და სოციალურ დაცვაზე არსებული შეშფოთების ფონზე, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პრემიერ-მინისტრის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა მათ ანტირეკორდი მოხსნეს.

9-10 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მეთაურმა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ პოპულარობის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია - მას დადებითად მხოლოდ 16% აფასებს.

მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი მოსალოდნელად შემცირდა ოპოზიციის მხარდამჭერებშიც", - წერს გამომცემლობა RTL-ი

ფრიდრიხ მერცს კი, ქვეყნის მოსახლეობის 79% არ ენდობა. გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ბილდის" დაკვეთით ჩატარდა.

"შავ-წითელი კოალიციისთვის და განსაკუთრებით კანცლერი ფრიდრიხ მერცისთვის გამოკითხვების შედეგები დამანგრეველია: გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 14 პროცენტს მიაჩნია, რომ ის შეეფერება ფედერალური კანცლერის თანამდებობას. ხოლო 78 პროცენტი საპირისპირო მოსაზრებას გამოთქვამს. მერცს მხარს აღარ უჭერს ამომრჩეველთა უმრავლესობა" - წერს გამომცემლობა WELT-ი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოევროპული ბიუროკრატიის კრიზისი და მზარდი უკმაყოფილება საზოგადოებაში - ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის ორი ლიდერის რეიტინგი უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევრობიუროკრატიამ უღალატა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობის იდეას - აკაკი ალადაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები