საზოგადოება · 1 ოქტომბერი, 22:57
გამოძიება დაიწყო მარნეულში 13 წლის ბავშვის მშობიარობის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მარნეულში 13 წლის ბავშვის მშობიარობის საქმეზე.
ამ საკითხზე ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა.
შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის I ნაწილით, რაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…