ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ფედერაციების საქმიანობა, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სამომავლო გეგმები, მათ შორის 2018 წელს დაფინანსების 25%-ით გაზრდა.

ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდარუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა.

შეხვედრაზე ფედერაციების საქმიანობა, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში სპორტის მიმართულებით არსებული საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"ახალგაზრდებზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტებია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სპორტულ საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია და ერთობლივი მუშაობა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ სპორტის სფეროს წარმომადგენლებს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდების აღზრდაში მწვრთნელების განსაკუთრებულ წვლილს გაუსვა ხაზი. მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში

რეგიონის სპორტსმენებმა სხვადასხვა სინჯის 339 მედალი, მათ შორის 91 ოქრო მოიპოვეს.

აჭარის მთავრობა აქტიურად აგრძელებს სპორტის ხელშეწყობას რეგიონში. მიმდინარე წელს გაიზარდა ერთჯერადი ფულადი ჯილდოებისა და სტიპენდიების ოდენობა, ასევე სპორტული ფედერაციების დაფინანსება. სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით 46 ფედერაცია სარგებლობს. აჭარის

მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ საქართველოს ჩემპიონ ბათუმის სარაგბო, საკალათბურთო და ხელბურთის კლუბებსაც.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, მომავალ წელს სპორტის მიმართულებით დაფინანსების 25 % ით გაზრდა იგეგმება. მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანი სპორტსმენების მხარდაჭერის პროგრამის გაფართოების საჭიროებაზე და დარგში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სპორტულ

ინფრასტრუქტურაზე საუბრისას კი აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა მოედნების მოწყობისა და მიმდინარე პროექტების დროულად დასრულებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპორტული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონს აქვს პოტენციალი, უმასპინძლოს მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებს და ჩემპიონატებს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაგრძელდა. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, სპორტსმენების მხარდაჭერის მექანიზმებსა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახალგაზრდებზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტებია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სპორტულ საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია და ერთობლივი მუშაობა“
ზურაბ პატარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.